არტური, შესაძლოა, ბარსელონაში დაბრუნდეს

არტური, შესაძლოა, ბარსელონაში დაბრუნდეს

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობა დღეს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კატალონიელები სატრანსფერო ბაზარზე ისე ხელგაშლილები მაინც ვერ იქნებიან, როგორც ეს მათ თავად სურთ. ამის გამო სრულფასოვანი ტრანსფერების გარდა ფეხბურთელების იჯარით აყვანის ვარიანტი კვლავ აქტუალურია.

Sport-ის ცნობით ერთ-ერთ ვარიანტად გუნდის ყოფილი ნახევარმცველის, ბრაზილიელი არტურ მელოს იჯარით დაბრუნების ვარიანტი განიხილება.

ცნობილია, რომ ჩავის არტურის თამაშის სტილი მოსწონს. ბრაზილიელის ლეგენდარულ ესპანელთან შედარება აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია.

“ბარსელონაში” დაბრუნების დიდი სურვილი უნდა ჰქონდეს თავად ფეხბურთელსაც. გემახსოვრებათ, 2 წლის წინ, როდესაც “ბარსამ” ის “იუვენტუსში” გაუშვა, ტრანსფერი ფეხბურთელის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. არტურმა ეს საჯაროდაც დაადასტურა. ცნობილია, რომ 25 წლის ბრაზილიელის ოცნება “ბლაუგრანას” მაისურით წარმატება იყო. კატალონიური მედიის ცნობით ის “ბარსაში” დასაბრუნებლად ხელფასის შემცირებასაც დასთანხმდება.

ტრანსფერის წინააღმდეგი არც “იუვენტუსი” უნდა იყოს, რომლის რიგებშიც ბრაზილიელმა საკუთარი შესაძლებლობები ვერაფრით წარმოაჩინა. მაურისიო სარი, რომლის მოთხოვნითაც არტური შეიძინეს, “იუვემ” ბრაზილიელის გუნდში მისვლამდე გაათავისუფლა, ანდრეა პირლოს ხელში ათამაშებიდან მალევე არტურმა ტრავმა მიიღო, მასიმილიანო ალეგრი კი უპირატესობას უფრო ფიზიკურ ნახევარმცველებს ანიჭებს. ამის გამო არაა გამორიცხული, “იუვენტუსი” არტურის “ბარსელონაში” განათხოვრებას მარტივად დასთანხმდეს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • nikusha
    04 ივლ 2022, 01:11

    იჯარით საინტერესოა ჩავისთან როგორ იმუშავებს, მაგრამ ყიდვით არა, არ ღირს ფულის გადაყრა ამაში

  • me da barca
    02 ივლ 2022, 16:20

    ამერიკიდან მანქანას, რომ ჩამოიყვან და გგონია კარგი მანქანა დაითრიე და აღმოჩნდება, რომ მოგატყუეს და ძრავი არ დევს შიგ. ესეთია არტური

  • nika 54
    01 ივლ 2022, 18:34

    თუ უფასო იჯარა იქნება კი ბატონო.

  • shu1987
    01 ივლ 2022, 11:52

    არტური ძაან მაგარი ბიჭია რეგრესი განიცადაო იუვენტუსში ვინ არ განიცადა რეგრესი შემტევი სტილი ნულია და იუვეს სტილს ბევრი ვერ მოერგება. აი დარწმუნებული ვარ ეს ჩავის სქემაში საკვანძო იქნებოდა.

  • M10 S9 D11
    01 ივლ 2022, 09:18

    მე მაგრად გამისწორდება თუ დააბრუნებენ ამისნაირად ბურთს ვერავინ იჭერს გუნდში თან ხავის ხელში მგონია რო მონსტრი დადგება

  • EL MAESTRO 6
    30 ივნ 2022, 23:57

    რავი ამის პიანიჩში გაცვლა კი იყო სისულელე მაგრამ ბართომეუს მიერ განაკეთები სისულელეებიდან გამომდინარე გასაკვირი არცაა, მემგონი ბართომეუ ძალით აკეთებდა ამ ყველაფერს თორემ როგორ შეიძკება საათივით აწყობილი გუნდი ასე დაანგრიო ვერ ვხვდები☹

  • ROUCH
    30 ივნ 2022, 22:07

    ზედმეტი ფაფხური იცოდა ტყუილა დაათრევდა ბურთს და მეორე ტაიმში არაფრად აღარ ვარგოდა ხოლმე

  • Don_Andresito
    30 ივნ 2022, 21:52

    ისევ პიანიჩში მივცვალოთ მარა რაღათ გვინდა

  • kortoxa23
    30 ივნ 2022, 21:23

    თავოსდროზე არ იყო გასაშვები ახლა ამის დაბრუნების დრო არაა მითუმეტეს რეგრესი განიცადა. ბარსაში სათამაშო დრო ქონდა და სრულად 90 წუთს ვერ ატარებდა და მაგიტო გაუშვეს, იუვეში კი დაღმასვლა განიცადა. ბარსას აღზევება თუ უნდა დეინგს უშვებს და და მის მაგივრად სოლერი არტუს და რუბენ დიაშის კანდიდატურას შეეშვას. ბერნანდუ სილვას მივესალმები, და რაფინიას ამდენ ფულის გადახდას ლევანდოვსკის და ცენტრალურ მცველს მიხედონ, კულიბალი ან კუნდე, მარჯვნივ რო გვიჭირს ამას მიხედონ შეეშვან ასპილუკუეტას და მიაწვენ რიგ ჯეიმს, არნონდს არავინ დაგვითმობს არც კანსელოს

  • Gaucho24
    30 ივნ 2022, 20:20

    ეს ძაან მომწონდა იდეალურად იჭერდა ბურთს და თავის საქმეს ბარსაში ასე თუ ისე ასრულებდა მაგრამ ახლა ამხელა რეგრესის შემდეგ რამდენად გაამართლებს ეგაა საქმე

  • El pistolero 9
    30 ივნ 2022, 20:11

    არაპროფესიონალიზმს თუ მოივლის სხვა მხრივ მშვენიერი ტრანსფერია. ტექნიკა აქვს, ბურთს კარგად იჭერს და დარტყმაც უვარგა. აი ვილიარეალს რომ გატენა მაგარი იყო. ტოტენჰემს რომ მოვუგეთ (ფინალში რომ გავიდა იმ ტოტენჰემს) გასვლაზე 2-4 მაგ თამაშში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

  • La Pulga10
    30 ივნ 2022, 18:34

    სისულელე ეს აქ არ დავინახო

  • ani-messi-goat
    30 ივნ 2022, 18:22

    ამის გაშვება მაგარი აუხსნელი ამბავი იყო, უმაგრესი სეზონი ქონდა 2019 წელს და ხელფასი 3 მილიონი ქონდა, თან ჩამოწერილ პიანიჩში რო გაცვალეს :დ