ჟერარ რომეროს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ახლაგაზრდა ფეხბურთელის, პაბლო პაესის, იგივე “ჟავის” მიერ პრესეზონზე ნაჩვენები პერფორმანსით კმაყოფილია და აპირებს, მას რიკი პუჩზე მეტი შანსი მისცეს.
ასევე, როგორც ზემოხსენებული ჟურნალისტი იტყობინება, ნიდერლანდელ სპეციალისტს კლუბის ახალწვეული, იუსუფ დემირი ძალიან მოსწონს და პრეზიდენტ ლაპორტას მისი ტრანსფერის განხორციელება მიულოცა.
როგორც ცნობილია, ვენის “რაპიდიდან” იჯარით აყვანილი შემტევი ასპარეზობას პირველ გუნდთან ერთად განაგრძობს.
ამ დრომდე “ბარსამ” წინასასეზონო მომზადებისას ორი შეხვედრა გამართა – პაესმა და დემირმა მონაწილეობა ორივე თამაშში მიიღეს.
“ბლაუგრანა” მორიგ მატჩს 31 ივლისს, “შტუტგარტის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
მერე ლაპორტა რას უყურებს, ხო გააფრთხილა პუჩზე. თუ ოქტომბრის მერე აღარ უნდა ბარსაში მუშაობა კუმანს.
ვაიმე რატო გადაეკიდა პუჩს, არადა გამოჩენისთანავე თითქოს სიცოცხლე შემოიტანა მოედანზე, ნამდვილი ცეცხლია 🔥 აქტიური და ნიჭიერი
კუმანმა შეს€ა რასაც ჰქვია პუჩს, მაგრამ ესეც ამდგარიყო და აიაქსში ან ლა ლიგის რომელიმე კლუბში წასულიყო ერთ წლიანი ან ნახევარწლიანი იჯარით. აიი კუმანმა ხო ეგრევე უთხრა არ შედიხარო ჩემს გეგმებში და წადიო, რატო არ ადგა და წავიდა? დაიწერა თითქოს მაინც აპირებსო ბრძოლასო,მაგრამ ეს დედაარღნიანი რო უყურებ შანსსაც რო არ გაძლევს ამდგარიყო და ზამთარში წასულიყო ანდაც ახლა წავიდეს. რაუნდა უბრალოდ რატო წირავს ასე ძაან თავის თავს ? დროს დააბრუნებს უკან თუ ვინ აუნაზღაურებს იმ დაკარგულ წლებს ახლა სკამზე რომ ზის ?? ფაქტია პუჩსაც რაღაც კომპლექსი აქვს ადგილის შეცვლის და უბრალოდ არ უნდა ბარსელონას მოშორდეს :დდ თორე მეორე წელი იწყება რაც კუმანი უდგას ბარსას სათავეში და ფაქტია არც ახლა აპირებს მისთვის დროის მიცემას. ეგ კიარა აგერ ეს ბიჭი უფრო მოსწონს ვიდრე პუჩიო და რავიცი იყოს ბარსაში და გალიოს დრო სკამზე ჯდომაში
ამან ოღონდ პუჩი არ ათამაშოს და სონგი რო დააბრუნონ იმას ათამაშებს
ერთი შეხედვით თითქოსდა მოგეწონება პუჩი,ბევრს დარბის აქტიურობს მარა რომ დააკვირდე რაიმე განსაკუთრებულს ვერ ქმნის,შეილება კარგი მწვრთნელის ხელში უფრო პროდუქტიული გახდეს,მაგრამ მაინც არ მინდა რომ წავიდეს პუჩი,თითქოსდა რაღაც აკლია და იმედია მაგ რაღაცას მალე იპოვის ან თვითონ ან მწვრთნელი
გასაყიდია პუჩი
კი ბატონო,გავი მეც უფრო მეტად მომწონს მარა 16 წლისაა,ჯერ სარისკოა პირველ გუნდში,1 სეზონი კიდევ დავტოვებდი ბარსა ბ ში,მერე დავაწინაურებდი.პუჩი კიდე ან გააიჯარონ,ან ათამაშოს ამ ხისთავამ ცოდოა რა.
განსაკუთრებულს ვერაფერერს ვხედავ პუჩში, კუმანს ვაბრალევდი თავიდან, მარა ვერაფერია დიდი.
ჩემი აზრით სანამ ჯერ კიდევ 22 წლისაა და ფასიც ადევს ნორმალური, გასაყიდია პუჩი.