ესპანური გუნდის, კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა მთელი გუნდის სახელით იმის იმედი გამოთქვა, რომ მალე “არსენალის” ესპანელი ჰავბეკი, სესკ ფაბრეგასი გაემგზავრება კატალონიის “ბარსელონაში”, რომლის მოწაფე სწორედ ის იყო. ბლაუგრანელები სესკის გადმობირებისათვის უკვე 2-3 წელია წვალობენ, მაგრამ ვერა და ვერ ახერხებენ მათი აღზრდილის გუნდში გადაბირებას.
ესპანელმა თავდამსხმელმა, პედრო როდრიგეს ლედესმამ განაცხადა: “სესკ ფაბრეგასი ძალიან კარგი მოთამაშეა. გუნდში ყველა მიიჩნევს იმას, რომ უახლოეს მომავალში სესკი ჩვენ გუნდში ითამაშებს და “ბარსელონას” მაისურს დაამშვენებს. გუნდში ყველა მოთამაშეს სურს, რომ ითამაშოს ფაბრეგასთან ერთად იმიტომ, რომ მას “ბარსელონაში” თამაშის ყველა შესაძლებლობა აქვს” .
“ეს სიტუაცია ჩვენ ფეხბურთელებს კიარა გუნდის ხელმძღვანელობას ეხება, თუმცა დიდი იმედი გვაქვს იმისა რომ ფრანსესკ ფაბრეგასის ბედი უახლოეს მომავალში გაირკვევა” – ციტირებს პედრო როდრიგესს Goal.com
მე კი მინდა შემოგთავაზოთ ვიდეოები ორივე ფეხბურთელზე. პედრო როდრიგესზეც და სესკ ფაბრეგასზეც.
[media=http://www.youtube.com/watch?v=XJQ08MGf4v4]
[media=http://www.youtube.com/watch?v=iN-GM5cYBT8]



