ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 ივლისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 ივლისს მოხდა.

თამაშები

27 ივლისს “ბარსელონას” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1935 წელი

“ბარსელონას” პრეზიდენტად აირჩიეს ჟოზეპ სუნიოლი, რომლის მთავარი გამოწვევაც ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება იყო. მისმა წინამორბედმა, ესტევე სალამ ფინანსური დირექტორის პოსტი დაიკავა. მათმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და “ბარსამ” სეზონი მოგებით დაასრულა. რაც შეეხება სპორტულ მიღწევებს – “ბლაუგრანამ” კატალონიის ჩემპიონატი მოიგო და ესპანეთის თასის ფინალშიც ითამაშა.

1975 წელი

სამოქალაქო ომის წინა პერიოდის შემდეგ პირველად “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს სხდომის ოქმი კატალონიურ ენაზე შედგა.

1990 წელი

“ბარსელონამ” იაპონიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით შედგენილი გუნდის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა. იოჰან კრუიფი ამით უკმაყოფილო იყო, რადგან “ბარსას” ახალი სეზონისთვის მზადება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო კლუბი იძულებული იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა. “ბარსელონას” მაისურზე უნდა გამოჩენილიყო ტურნეს სპონსორის, JAL (იაპონიის ავიახაზები) რეკლამა. კატალონიელები ამას დასთანხმდნენ, მაგრამ მე-2 ფორმით ითამაშეს. პირველი მატჩი 1-1 დასრულდა (“ბარსელონას” მხრიდან გოლი სოლერმა გაიტანა). მე-2 თამაშში “ბლაუგრანამ” 4-2 იმარჯვა (ბეგირისტაინი, სალინასი (2), ამორი).

2009 წელი

სამუელ ეტო’ო “ბარსელონადან” “ინტერში” გადავიდა.

2018 წელი

“ბარსელონამ” Stanley Black & Decker-თან ხელშეკრულება გააფორმა და ამერიკული კომპანია “ბარსას” ქალთა გუნდის მაისურის პირველი სპონსორი გახდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    27 ივლ 2021, 13:11

    ეტო'ო-ს გაცვლა იბრაში დიდი შეცდომა იყო.

  • nika 54
    27 ივლ 2021, 12:40

    1975 წელი
    სამოქალაქო ომის წინა პერიოდის შემდეგ პირველად "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს სხდომის ოქმი კატალონიურ ენაზე შედგა.

    რა თქმა უნდა, მაგ წელს ხო ჩაძაღლდა ის დიქტატორი ფრანკო და ვინღა დაუშლიდათ.