
ფაბრეგასის კონტრაქტზე ხელმოწერა საზაფხულო საპნის ოპერას დაემსგავსა. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ფეხბურთელსაც და კატალონიურ გრანდსაც სურთ ერთმანეთთან თამაშრომლობა და ამის შესრულება რაც შეიძლება მალე სურთ. მოლაპარაკებებს აფერხებს ,,არსენალის” მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურს ლიდერის გუნდიდან გაშვება. ,, ცნობილია რომ ფაბრეგასს სურს ასულგრანაში თამაში, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას კონტრაქტი აქვს ,,არსენალთან”, ამიტომ თუ კი ,,ბარსელონას” სურს მისი ყიდვა მოლაპარაკებები ჩვენთან უნდა აწარმოონ”- აცხადებს არსენ ვენგერი.
უკანასკნელი ცნობები, რომელიც ლონდონიდან ისმის, არის ის რომ მეთოფეები მზად არიან ცესკის გაშვებას დათანხმდნენ.ოღონდ მოლაპარაკებები მოხდება ,,ბარსელონას” ახალ პრეზიდენტთან. აქედან გამომდინარე შეუძლებელია კატალონიელის ბლაუგრანაში ხილვა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე.
http://www.sport.es/default.asp?idpublicacio_PK=44&idioma=CAS&idnoticia_PK=716658&idseccio_PK=803