18 წლის ტალანტს იუსუფ დემირს “ბარსელონაში” გადმოსვლამდე არაერთი კლუბი ეპატიჟებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დემირს “დორტმუნდისგან”, “ინტერისგან” და “ზალცბურგისგან” შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს მხოლოდ “ბარსაში” თამაში უნდოდა.
MD-ს ინფორმაციით, მიუხედავად სხვა შემოთავაზებებზე დათანხმების ზეწოლისა, ავსტრიელმა მოთამაშემ ვენის “რაპიდის” დირექტორებს აცნობა, რომ “ბლაუგრანაში” გადასვლას აპირებდა.
კატალონიურმა კლუბმა იუსუფ დემირი დაახლოებით 2 კვირის წინ 500 000 ევროს სანაცვლოდ ერთწლიანი იჯარით აიყვანა.
გავრცელებული ცნობებით, “ბარსას” სამწვრთნელო შტაბი ვარჯიშებზე დემირით მოიხიბლა. ფეხბურთელმა სეზონისწინა მზადების პირველივე მატჩში სათამაშო დრო მიიღო.
კარგი მონაცემებიც აქვს.
დორტმუნდი და ზალცბურგი ყოველთვის ნიჭიერ ახალგაზრდებს აკვირდებიან. გამიდის ამ ბიჭს მართლა აქვს პერსპექტივა რომ განვითარდეს და დიდი ფეხბურთი ითამაშოს. წარმატებები!!
რაც ვუყურე ჟიმნასტიკთან ძაან მომეწონა ეს ბიჭი. პირდაპირ ძირითადს ვერ დაატაკებ მაგრამ ეს პედრი და დეიონგი ერთად კაი იქნებოდა❤️ ჯერ ბევრი აქვს სასწავლი ოღონდ.
ხისთავა ! აუცილებლად უნდა მისცე ამ ბიჭს სათამაშო დრო ძირითადში !