ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 ივლისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 ივლისს მოხდა.

თამაშები

24 ივლისს “ბარსელონას” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1930 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ედუარდ მანჩონი. 1950-1957 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 173 თამაში ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა. მანჩონმა კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) და ერთი კოპა ლათინა მოიგო.

1955 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ფრანსესკ პუჟოლი. 1980/1981 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 3 თამაში ჩაატარა. პუჟოლმა კატალონიურ კლუბში ესპანეთის თასი მოიგო.

1984 წელი

“ბარსელონამ” “ტოტენჰემიდან” სტივ არჩიბალდი შეიძინა.

1986 წელი

“ბარსელონამ” გულშემატკივრებს ახალწვეული გარი ლინეკერი წარუდგინა.

2000 წელი

ლუიშ ფიგუ “ბარსელონადან” “რეალ მადრიდში” 10 მილიარდი პესეტას სანაცვლოდ გადავიდა.

2013 წელი

წინასასეზონო მზადების პირველ მატჩში “ბარსელონა” პეპ გვარდიოლას “ბაიერნთან” 0-2 დამარცხდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    24 ივლ 2021, 14:00

    პერესი რა ახალგაზრდაა, მგონი ფიგუზე პატარაა.

  • La Pulga10
    24 ივლ 2021, 11:03

    ფიგუს უსტვენდნენ ლეგენდების კლასიკოში