ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო წარმატებული სეზონის მოლოდინშია

პედრო წარმატებული სეზონის მოლოდინშია

 

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, პრეს–კონფერენცია პედრო როდრიგესმა გამართა. “ბარსას” მეჩვიდმეტე ნომერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გუნდი ბევრს მუშაობს. მუშაობენ იმისთვის, რომ გულშემატკივრებს კიდევ ერთი წარმატებული სეზონი შესთავაზონ…

 

პედრო როდრიგესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდი ტიტულების შესანარჩუნებლად და მოსაგებად ძალიან მოტივირებულია. “ჩვენ რთული სეზონის მოლოდინში ვართ, რომელშიც 6 ტიტულის მოპოვება შგვიძლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ კიდევ ერთ წარმატებულ სეზონს ჩავატარებთ“, განაცხადა პედრომ.

 

პედრო როდრიგესს კითხვა ალექსის სანჩესზეც დაუსვეს, რომლის აგენტიც ახლა ბარსელონაში, მოლაპარაკებების გასამართად იმყოფება. პედრომ განაცხადა, რომ იგი ამ ტრანსფერს მხოლოდ მიესალმება: “ჩვენ მასთან განსაკუთრებული შეთანხმება გვაქვს. თუ იგი ჩვენს გუნდში გადმოვა, მაშინ მე ამ ტრანსფერს მივესალმები.”

 

“ჩვენ წინ რთული პრე–სეზონი გველის. ჩვენ კარგ ოპონენტებთან შერკინება მოგვიწევს. არ ვიცი, თუ როგორ გაძლიერდა “რეალ მადრდი”, მაგრამ ჩვენ ვითამაშებთ იმ ფილოსოფიით, როგორითაც ყოველთვის ვთამაშობთ”, თქვა პედრომ.

 

საუბრებია იმაზე, რომ ალექსის სანჩესის მოსვლის შემთხვევაში შეიძლება პედროს ნაკლები სათამაშო დრო მიეცეს, თუმცა თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. “მე იმას გავაკეთებ, რასაც მწვრთნელები დამავალებენ. ყველაფერი დამოკიდებულია ჩემზე, ჩემს მუშაობაზე. მე განვითარებას და სწავლას კვლავ განვაგრძობ”, დაასრულა მან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში