ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, “ბარსა ბ-ს” თავდამსხმელმა, რეი მანაიმ, შესაძლოა, კატალონიელთა რიგები დატოვოს.
Sport-ის ინფორმაციის თანახმად, ალბანელი ფეხბურთელით “სასუოლო” ინტერესდება, რომელთანაც “ბარსელონას” კარგი ურთიერთობა აქვს.
როგორც ზემოხსნებული წყარო იუწყება, 24 წლის შემტევს პორტუგალიურ “ფამალიკაუში” გადაბარგების ვარიანტიც რჩება. ასევე, არსებობს შანსი, რომ იგი “ბლაუგრანას” სარეზერვო გუნდში დარჩეს და საჭიროების შემთხვევაში, პირველ გუნდშიც ითამაშოს.
რეის იტალიურ კლუბებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს – ის ახალგაზრდულ კარიერას სწორედ აპენინებზე იწყებდა, პროფესიონალურ დონეზე კი “კრემონეზეში”, “ინტერში”, “პესკარასა” და “პიზაში” ირიცხებოდა.
მანაიმ პრესეზონის პირველ შეხვედრაში, “ჟიმნასტიკის” წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი.
Sport-ის ინფორმაციის თანახმად, ალბანელი ფეხბურთელით "სასუოლო" ინტერესდება, რომელთანაც "ბარსელონას" კარგი ურთიერთობა აქვს.
აი ეს კარგი ურთიერთობა დავივიწყოთ რა, სულ ქართულ-ჯიგრულ პონტზე უნდა ვილაპარაკოთ? რაის კარგი ურთიერთობა პროფესიონალურ სპორტში? რა იზარალებს შენი ხათრით ვიღაცა? ლაპორტას ასეო ისეო, ძმები ყავსო, ვინ გაუმართა ხელი? ვერც მე ვიგონებ! ისე რომ არ გვინდა ასეთი მიდგომა. სერესომ რაც გვაკადრა კიდევ "კარგი ურთიერთობების" იმედი გაქვთ?
სასუოლო კარგი ვარიანტია ნამდვილად. თან მაგარი გუნდი ჰყავთ. სერია ა კიდე ბევრად ჯობია პორტუგალიის ჩემპიონატს
ტრანსფერების მხრივ მაინც დადებითად შევაფასებდი წლევანდელ ფანჯარას. 31.5 + 7 მილიონი შემოსავალი გუნდის ყველაზე ნაკლებადმნიშვნელოვანი ფეხბურთელებიდან (ფირპო, ტოდიბო, ალენია, დე ლა ფუენტე) კარგი თანხაა. მირანდას უფასოდ გაშვება, რომელიც გასულ სეზონში ბეტისის ძირითად მოთამშედ ჩამოყალიბდა, მთლად კარგი არ იყო, მაგრამ მგონი კონტრაქტი ეწურებოდა და მაგის გამო მოხდა ეგ. + ტრინკაოსგანაც იქნება მომავალ წელს შემოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში – იყიდის თუ არა ვულვზი მას. ანუ ამ მოთამაშეებისგან მაქსიმუმი გამოწურა ლაპორტამ. პრობლემურ კონტრაქტებსაც მოაყომარებს ჩემი აზრით – პირველ რიგში კოუტინიო, უმტიტი და პიანიჩია მისახედი და მაგათი კონტრაქტები მოსაშორებელი, რაც როგორც სავარაუდო იყო რთული პროცესია და ამის შემდეგ კაპიტნების ხელფასები დასარეგულირებელი. ბრაიტვაიტის და ლენგლეს ხარჯები შედარებით ცოტაა და მაგათ ფინანსურად აიტანს ალბათ გუნდი. დემბელეს სიტუაციაზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ან კონტრაქტს გაახანგრძლივებს დაკლებული ხელფასით ან 1 წელი მოგვიწევს მაგის ატანა, რადგან ტრავმირებულ ფეხბურთელს მაღალი 1 წლიანი კონტრაქტით არავინ იყიდის.
სასუოლო კარგი ვარიანტია, ძალიან კარგი…
იმსახურებს ეს ბიჭი მაღალ დონეზე თამაშს და ზუსტად ეგეთი გუნდია ნეროვერდე
დავაი გაუშვით