“მანჩესტერ იუნაიტედის” ამომავალმა ვარსკვლავმა მეისონ გრინვუდმა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს შეადარა და მათგან საუკეთესო გამოარჩია.
მესი თუ რონალდუ? ჩემთვის ყოველთვის მესი. ის უბრალოდ სხვა პლანეტაზეა. რონალდუ, რასაკვირველია, საოცარი, ფიზიკურად ძლიერი და შესანიშნავი ათლეტური ფეხბურთელია. თუმცა, რასაც მესი აკეთებს მისი ზომისთვის, რაც ლეომ გააკეთა “ბარსელონასთვის” და მოიგო ტიტული არგენტინის ნაკრებში… ის უბრალოდ სხვა დონეზეა.
– ციტირებს გრინვუდის სიტყვებს Goal.
ნუ არა მგონია ეს იმ დონის ვარსკვლავი იყოს რო ჯერ ლეოს გენიოსობა სრულად ქონდეს გაგებული.
ამის ვარსკვლავი არ ამოსულა?
ისე გრინვუდი ზედმეტად გაპიარებული როჟაა. სანჩო სკამიდან არ ააყენებს
მესი რომ საუკეთესოა ამაზე საუბარი არაა,მაგრამ ფაბრიციო რომანომ ძალიან კარგად შეგვიქო კვარაცხელია და ვნახოთ რა იქნება.საკმაოდ დიდი გავლენა აქვს საფეხბურთო სამყაროში რომანოს და მისმა შექებამ იქნებ უბიძგოს რომელიმე კარგ გუნდს ყიდვისკენ.
იცის ბაღანამ და რა ქნას ♥️♥️💞