დღეს ესპანეთის მამაკაცთა ნაკრები ოლიმპიადაზე პირველ მატჩს გამართავს. ოლიმპიური თამაშების ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ესპანელები ეგვიპტეს დაუპირისპირდებიან.
ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში “ბარსელონას” სამივე წარმომადგენელი იმყოფება – პედრი, ოსკარ მინგესა და ერიკ გარსია.
ესპანეთის შემადგენლობა ასეთია: სიმონი, მინგესა, ერიკ გარსია, პაუ ტორესი, მირანდა, პედრი, მერინო, სებალიოსი, ოლმო, ასენსიო, ოიარსაბალი.
თამაში 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ჩახოცეს ბიჭები, ეგენი პირველი წრის ბოლომდე აზრზე ვერ მოვლენ ბარსაში.
ძაან მაგარი ნაკრებია მართლა, ეხლა საფრანგეთს ვუყურებ და ესენი არ ჩანან ეგეთი ძლიერები შემადგენლობით, მერე ბრაზილია-გერმანიაა და ვნახოთ აბა ეგენიც, საინტერესო იქნება
ამათმა თუ ოლიმპიადა ვერ დადეს და რავი ძმააო😂თერთმეტივე საკმაოდ გამოცდილი იგროკია უკვე