ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრის ჟუო:” “ბარსას” ბრწყინვალების გამო, გუარდიოლას სათანადოდ არ აფასებენ”

ფაბრის ჟუო:” “ბარსას” ბრწყინვალების გამო, გუარდიოლას სათანადოდ არ აფასებენ”

რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ “Sport.Es”-ის ჟურნალისტის  მიერ “SportBild”-ის რედაქტორთან ჩაწერილი ინტერვიუ. აბა “mundodeportivo.com” რისი “mundodeportivo” იქნებოდა, რომ კონკურენტს რამით ჩამორჩენოდა?! ამის გამო მათმა ჟურნალისტმა “L’Equipe”–ს რედაქტორთან ჩაწერა ძალზედ საინტერესო ინტერვიუ.

ფაბრის ჟუოს გასაოცარი შეხედულება აქვს “ბარსას” შესახებ.

–როგორც ჟურნალისტი და ფეხბურთის ქომაგი რას ფიქრობთ თამაშზე, რომელსაც “ბარსა” აჩვენებს?

–მიუხედავად იმისა თუ რა გუნდის ქომაგი ხარ, უნდა დააფასო კატალონიური გრანდი! თუ იტყვით ან დაწერთ, რომ  “ბარსა” არ აჩვენებს გასაოცარ ფეხბურთს თქვენ უბრალოდ ფეხბურთის ქომაგობას და ყურებას თავი უნდა დაანებოთ! იმის გამო, რაც მათ ბოლო 3 წლის მანძილზე  შეძლეს მინიმუმ დიდი პატივისცემა დაიმსახურეს ყველა ფეხბურთის გულშემატკივრისგან!

–გუარდიოლას “დრიმ თიმი” ყველა დროის საუკეთესოა?

–ძნელია სხვადასხვა ეპოქა ერთმანეთს შეადარო. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

–70–იანი წლების ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და 1998–2000 წლების საფრანგეთის ნეკრები შეძლებდნენ ახლანდელი “ბარსას” დამარცხებას?

–სიმართლე გითხრათ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ბრაზილიელების შემთხვევაში ვფიქრობ, რომ  ისინი ამას ვერ შეძლებდნენ, რადგან  დრო  გავიდა და ფეხბურთი უფრო ტექნიკური გახდა. რაც შეეხება  ფრანგებს, ჩემი თვალთახედვიდან, ტურამი, დესაი, ბლანი და ლიზარაზუ უკეთესნი იყვნენ, ვიდრე დღევანდელი “ბარსას” უკანა ხაზი არის. აბიდალი ერთადერთი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც  “ბარსასთან” ერთად წარმატებას მიაღწია. მაგრამ რატომ ვერ ავიდა ის პლატინისა და ზიდანის დონემდე?

–რას ფიქრობთ აბიდალზე?

–ეს რთული კითხვაა. შესაძლოა, კატალონიურ გრანდს არ ჭირდება ფრანგი, კრეატიული ფეხბურთელები. პლატინი და ზიდანი საუცხოოდ თამაშობდნენ, მაგრამ ისინი “ბარსას” ფილოსოფიას ვერ მოერგებოდნენ.  “ბარსა” თავის მოთამაშესს უკეთესს  ხდის. სწორედ ასეთია აბიდალი, ნაკრებში ის ისე დამაჯერებლად ვერ თამაშობს, როგორც კლუბში.
 
–რა მოგწონთ ყველაზე მეტად პეპის გუნდში?

–ის, რომ  გუნდი თამაშს არ აგდებს. მათ ყოველთვის აქვთ მოტივაცია, რის გამოც  ბიჭები ყოველ თამაშში მაღალ კლასს აჩვენებენ.

–რას იტყვით გუარდიოლაზე?

–ის დიდებული მწვრთნელია, რომელსაც სათანადოდ არ აფასებენ  “ბარსას” ფეხბურთელების ბრწყინვალების გამო. მადრიდის “რეალის” შემადგენლობაჩის  გამოდიან  უმაღლესი კლასის მოთამაშეები და მწვრთნელიც ერთ–ერთი საუკეთესოა… მაგრამ ჩემი აზრით, მწვრთნელმა გუნდს არა თავდაცვისკენ, არამედ
შეტევისკენ უნდა მოუწოდოს. დამრიგებელს უნდა შეეძლოს გუნდის აწყობა ისე, რომ მათ დაუვიწყარი ფეხბურთი აჩვენონ და გაიმარჯვონ! ჩემთვის სწორედ ამდაგვარი მწვრთნელი არის საუკეთესო. სწორედ ასეთია პეპ გუარდიოლაც!

–იჩენენ თუ არა ინტერესს თქვენი მკითხველები “ლურჯ–ბროწეულიფერების”ახალი ინფორმაციების  მიმართ?

–დიახ. ჩვენ ყოველდღიურად ვამცნობთ ახალ ამბებს ჩვენს მკითხველს კატალონიელთა შესახებ. ჩავისთან ორ ფურცლიანი ინტერვიუ 2010 წელს ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებულ საუკეთესო ინტერვიუდ დასახელდა. პიკესთან ინტერვიუმაც  დიდი წარმატება მოიტანა. “ბარსას” მოთამაშეებს  ყოველთვის  საინტერესო შეხედულება აქვთ ფეხბურთის შესახებ.

–გაიმარჯვებდა თუ არა “ბარსა” ლიგა 1–ის ჩემპიონატში?

–ოჰ, დიახ! რასაკვირველია!

–სამი სიტყვით დაახასიათეთ მესი და გუარდიოლა.

–მესი–არაპროგნოზირებადი, ნონკომფორმისტი, გამარჯვებული! გუარდიოლა–კომპეტენტური, მოკრძალებული, კოლექტიური.

–თქვენი აზრით, მესის გარანტირებული აქვს  მომავალ წლებში “ოქროს ბურთი”?

–არა. მაპატიეთ, მაგრამ ეს ისე გამოვა, “ბარსას”  რამდენიმე წლით ტიტულები მივცეთ ისე, რომ  სხვას არ ჰქონდეს მისი აღების შანსი.

–კრუიფი, რაიკაარდი, ლა მასია, მესი, გუარდიოლა, ჩავი ინიესტა… ვის აქვს ყველაზე დიდი წვლილი შეტანილი ახლანდელი “ბარსას” წარმატებაში?

ყველას, მაგრამ განსაკუთრებულად ლა მასიას. ლა მასია ბარსელონაში და ლა მასია სამხრეთ ამერიკაში უზრუნველყოფს “ბარსას” დიდი ხნით.

–ჟინიაკი, გურკუფი, ბენ არფა, ნასრი… რომელიმეს შეუძლია  ითამაშოს კატალონიურ გრანდში?

–ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმეს  ეს შეეძლოს. მე ვერ ვხედავ ფრანგ მოთამაშეს, რომელსაც “ბლაუგრანას” ვარსკვლავი შეუძლია გახდეს. ამის მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობას ვურჩევ მარვინ მარტინს დააკვირდნენ.

                                                                                  მარვინ მარტინი

                                         [media=http://www.youtube.com/watch?v=26_V2Fzjpmc]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში