workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 20 ივლისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 20 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 ივლისს მოხდა.

თამაშები

20 ივლისს “ბარსელონას” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1933 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი დირექტორი ჟასინტ ბორასი. ნუნიესის პრეზიდენტობის დროს მან, ხაუმე როსელთან (სანდრო როსელის მამა) ერთად დაამზადებინა პრეზიდენტის საწინააღმდეგო ბანერები, რომლებიდანაც ნუნიესის მეუღლეს მიმართავდა. ბანერებზე ეწერა: “მარია ლუისა, წაიყვანე მეუღლე კინოში” და “მარია ლუისა, უფლება მიეცი მას, გადადგეს.”

1975 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი კიკე ალვარესი. 1993-1997 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 5 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

1993 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ლუკა დინი. 2016-2018 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 47 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. დინმა კატალონიურ გუნდთან ერთად 2 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

2001 წელი

“ბარსელონამ” გულშემატკივრებს ახალწვეული, ხავიერ სავიოლა წარუდგინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 21 ივლ 2021, 17:19
    #2

    ციტატა: GRIEZMAN✓™
    ახლა მაინც გვყავდეს ლუკა დინი


    აბა, რაც ბარსადან წავიდა მგონი ტრამვა არ მიუღია.

  • GRIEZMAN✓™
    schedule 20 ივლ 2021, 14:22
    #1

    ახლა მაინც გვყავდეს ლუკა დინი