workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ვან დე ბეეკით ისევ დაინტერესდა

ბარსელონა ვან დე ბეეკით ისევ დაინტერესდა

“ბარსელონა” ნახევარმცველის ძიებაშია და ანტუან გრიზმანისა და საულ ნიგესის გაცვლის ჩაშლის შემთხვევაში სხვა ფეხბურთელების შეძენაზე იფიქრებს.

ერთ-ერთ ვარიანტად დონი ვან დე ბეეკი განიხილება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი “ბარსას” რადარებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

24 წლის ნიდერლანდელის ღირებულება 40 მილიონი ევროა, რისი გადახდის საშუალებაც “ბლაუგრანას” არ აქვს, ამიტომ, შესაძლოა, იჯარით შეძენა იქნას შეთავაზებული.

ვან დე ბეეკი კატალონიურ კლუბს პირველად ჯორჯინიო ვეინალდუმის ხელიდან გაშვების შემდეგ შესთავაზეს. “ბარსა” მაშინ ტრანსფერში სამუელ უმტიტის ჩართვაზეც ფიქრობდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2021, 18:46
    #4

    40 მილიონი? ღადაობთ? 4 კაცი მოვიყვანეთ უფასოდ და ერთ საეჭვო ფეხბურთელში 40-?

  • altuna
    schedule 19 ივლ 2021, 16:33
    #3

    CHEPE,
    სახელფასო ჭერია პრობლემა მეგობარო რომც იყიდონ ვინმე ვერ დაარეგისტრირებენ და მაგიტო მიდის გუნდის გაწმენდაზე ჩალიჩი

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივლ 2021, 13:37
    #2

    ვაიმე როგორ მინდა ეს ბიჭი ბარსაში იმენა დაგვხატავს

    ციტატა: Griezzy7
    რა ვან დე ბეეკი, რატო გონია ხალხს რო ეს ითაამაშებს კარგად/? უაზრო ფეხბურთელია. ეს და პოგბა ყველაზე მეტად არ მინდა


    ღადაობ ხო? ერთ-ერთი უნიჭიერესი ნახევარ მცველია პროსტა სულშერია იდიოტი ეს რო ვერ გამოიყენა

  • Lasho
    schedule 19 ივლ 2021, 13:29
    #1

    რატოა უაზრო.. ვერმოერგო უბრალოდ პრემიერლიგას.. აიაქსში გოლიც ბევრი გაქონდა და დაცვასაც კარგად ეხმარებოდა