ვიმედოვნებ, რომ ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონატის თასს გადავცემ – ემილიანო მარტინესი

ვიმედოვნებ, რომ ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონატის თასს გადავცემ – ემილიანო მარტინესი

არგენტინის კოპა ამერიკაზე ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი მესისთან ერთად, მეკარეს, ემილიანო მარტინესსაც მიუძღვის. 28 წლის ფეხბურთელი ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე საუბრობს:

ურუგვაისთან მატჩისას მახსოვს, რომ მესიმ მითხრა: “გრძელი პასებით უნდა დაგვეხმარო. ჩვენი მეტოქე დაუნდობელია”. ის კაპიტნის მოვალეობას შესანიშნავად ასრულებს.
ლეომ ჩემთან ერთად ფოტო დადო, აღწერით – “ფენომენალური”. ჯანდაბა, ამ ფაქტით რთული იყო, რომ არ ავღელვებულიყავი. მისთვის ყველაფერი მინდოდა, სიკვდილისთვისაც კი მზად ვიყავი.
ვიმედოვნებ, რომ ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონატის თასს გადავცემ.
ფოტოს, სადაც “ბარსელონელს” ვეხუტები, ჩარჩოში ჩავსვამ და მთელი ცხოვრების განმავლობაში შევინახავ.
ყველაზე მეტად რა მაკვირვებს მასში? სიმარტივე. ჩვეულებრივი ადამიანია. ლეოს სანაკრებო ტიტულის მოგება იმდენად ძლიერად სურდა, რომ ეს გრძნობა ჩვენც გადმოგვედო. 
ლეოსთან ერთად საკლუბო დონეზე თამაშსაც ვისურვებდი. ასე უკეთესი მეკარე გავხდებოდი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • nika 54
    19 ივლ 2021, 19:01

    უკეთესად ვერ იტყოდა, როგორ ეტყობა რო მოქოქა ლეომ.

  • Ronaldinho..
    19 ივლ 2021, 13:44

    რატომღაც რი შტეგენზე ბევრად 10 ჯერ მაგარი სეზონი არ ქონოდა ამ კაცს..

  • _OLD_
    19 ივლ 2021, 00:12

    ნოტო გაუშვან და მოიყვანონ ეს კაცი მაგრა შემაყვარა თავი მაგარი კაცია

  • MARI=BARCA-fan
    18 ივლ 2021, 21:11

    heart_eyes smile heart_eyes ძალიან მაგარია, მთასავით დგას კარში, თავდაჯერებულია, არ ცანცარებს მაიმუნივით აქეთ-იქით, კარგი ალღო აქვს და ნახტომიც "დასტოინი".. ჯიგარი ბიჭია, ეკუთვნის გრანდში თამაში,
    ლაპოოო, მოიყვანე რააა, ისედაც ხომ უნდა შტეგოს მხარს ნორმალური დასვენება, მერე სანამ ფორმაში ჩადგება ამდენი ხნის უთამაშებელი და კიდევ საკითხავია მისი ფსიქოლოგია, ბურთის მოგერიების დროს მცირეოდენმა შიშმაც კი თუ დაატორმუზა ნახტომში, ისეთი ვეღარ იქნება რაც იყო…იყიდე რაა!

  • El pistolero 9
    18 ივლ 2021, 19:32

    La Pulga10,
    არსენალმა ეს გაუშვა და ლენო დაიტოვა ლოოოლ

  • ♠️Spooky♠️
    18 ივლ 2021, 19:08

    ციტატა: Tsitsi
    მიყვარს disappointed_relieved ეს მესის გამო ბარსაში სკამზეც დაჯდება, მაგრამ ცოდოა


    Rato ggonia ro tu mova skamze dajdeba da travmidan axalgamodul da formidan amovardnil shtegens ver mosvavs skamze? Es ari umaglesi classis mekare, dzalian dzalian done da tan stabiluri, shtegenze chkua meketeba da saocrad miyvars, prosta cota stabilurobis problema aq da movlebi aq tavshi ra ddd

  • Memphis Depay
    18 ივლ 2021, 17:57

    შეუძლებელი სულაც არაა, არცერთი ნაკრები არაა ამჟამად რომელთანაც ვერ ითამაშებ. ეს ტიტულიც თუ მოიგო მორჩა კრიტიკოსების კრიტიკა.

  • La Pulga10
    18 ივლ 2021, 17:44

    ძლიერი მენტალიტეტი აქვს.ძაან მაგარი მეკარეა,ფინალში ორი მკვდარი ბურთი გამოაძრო.უკეთეს გუნდს იმსახურებს,გრანდს.

  • Clever liar
    18 ივლ 2021, 17:36

    იმედია ბარსაშიც იმავე კაპიტნის დუხით გამოვა, რაც ნაკრრბში დაგვანახა. თურმე მშვენივრად შეძლებია, მითითებაც თხოვნაც და მოთხოვნაც.

  • Tsitsi
    18 ივლ 2021, 17:29

    მიყვარს disappointed_relieved ეს მესის გამო ბარსაში სკამზეც დაჯდება, მაგრამ ცოდოა