რამდენიმე დღის წინ “ბარსელონამ” ვენის “რაპიდიდან” 18 წლის შემტევი, იუსუფ დემირი იჯარით აიყვანა. წარმოშობით თურქი და ავსტრიაში დაბადებული ფეხბურთელი პრესეზონისთვის პირველი გუნდის განაცხადში მოხვდა და მედიის ცნობით, პირველ ვარჯიშზე რონალდ კუმანი სასიამოვნოდ გააოცა.
კატალონიური კლუბის ისტორიაში პირველი ავსტრიელი ფეხბურთელი, ჰანს კრანკლი, თავის თანამემამულეზე საუბრობს.
“ბარსელონაში” გადასვლა ყველაზე კარგი რამე იყო, რაც შეიძლებოდა, დემირის კარიერაში მომხდარიყო. კატალონიელები მასზე კარგად იზრუნებენ.
“ბარსა” მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს იმატებს, რომელთა მონაცემებშიც სრულად არის დარწმუნებული.
“ბარსა” მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს იმატებს, რომელთა მონაცემებშიც სრულად არის დარწმუნებული.
– ციტირებს მის სიტყვებს Mundo Deportivo.
კრანკლი “ბარსას” რიგებში 1978-81 წლებში თამაშობდა, კარიერის ძირითადი ნაწილი კი “რაპიდში” აქვს გატარებული. ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ავსტრიელ ფეხბურთელადაა მიჩნეული.
ეს ბევრად უფრო შემტევი ნახევარმცველი ჩანს ვიდრე პედრი რასაც ვუყურე იუთუბზე. პედრი მიუხედავად იმისა რომ ინიესტას ადარებენ ჩემი აზრით ხავის უფრო გავს. დანარჩენი რეალურად ეს ბიჭი რას წარმოადგენს გამოჩნდება
კი მართალი ხარ, პედრის რაც "აკლია" ჩემი აზრით, კარში დარტყმის თავისუფლებაა რაც ამ ბიჭს ნამდვილად აქვს, რაც ვნახე არ ერიდება დარტყმებს, საინტერესოა – პედრი, იუსუფი და დე იონგი რამდენად გამართულ ნახევარდაცვას შექმნიან, ამ ბიჭის მონაცემები არ ვიცი შეიძლება ფლანგზეც ითამაშოს, როგორც ოლმო მაგალითად – ნახევარმცველია მაგრამ მარცხენა ფლანგზე თამაშობს.
ასევე კოუტინიო, ძაან გაამართლა.
ეს ბევრად უფრო შემტევი ნახევარმცველი ჩანს ვიდრე პედრი რასაც ვუყურე იუთუბზე. პედრი მიუხედავად იმისა რომ ინიესტას ადარებენ ჩემი აზრით ხავის უფრო გავს. დანარჩენი რეალურად ეს ბიჭი რას წარმოადგენს გამოჩნდება
ამ ბიჭის თამაშები არ მინახავს, ვენის რაპიდის თამაშები არამგონია ვინმეს გქონოდათ ნანახი მაგრამ ჰაილაითები ვნახე და აღფრთოვანებული ვარ 18 წლის ბიჭით. ერთი რაც მადარდებს პედრიც იგივე პოზიციისაა და არ შეუშალონ ხელი ერთმანეთს, როგორც პუჩი შეიწირა თითქმის პედრიმ. ერთმანეთს. ეჰ რა კლასნი ხალხია. + მორიბა ნახევარ დაცვა თუ ფეხზე დადგა მთელი გუნდი დადგება. სულ ასე იყო ბარსაში 1-2 სეზონი ამათ ჭიედებათ ისევ, დე იონგი არ დაგვავიწყდეს საყრდენ ზონაში. უბრალოდ ცენტრალური ნახ. მცველი არ გვყავს მორიბას გარდა, ალენია – მონჩო გაყიდეს. ალბათ პუჩი? არ ვიცი
აბა ვნახოთ,წესით ეხლა ამხანაგურებში უნდა მიეცეს შანსი