როგორ კატალონური გამომცემლობა “Sport” იუწყება, “მილანი” იბრაჰიმოვიჩს შეძენით დაინტერესდა. თუ “ბარსელონამ” მოინდომა შვედის გაყიდვა, იტალიურ კლუბს ლონდონის “ჩელსისთან” და მანჩესტერ “სიტისთან” მოუწევს პაექრობა.
”პაპა კარლოს” სურს, რომ თავდასხმა ზლატანით გააძლიეროს, თუმცა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას იბრას მომავალს ჯერ “ჩელსის”, შემდეგ კი “სიტის” უკავშირებდნენ. რაც შეეხება “სიტის”, მათ კარგად იციან, რომ გრანდად ჩამოყალიბებაში ზლატანი მათ ძალიან დაეხმარება. “ბარსელონას” ხელმძღვანელების განცხადებით, ზლატანი კატალონიაში რჩება და მისი იმედი აქვთ, თუმცა მისი ფასის გამხელაც გადაწყვიტეს. მის მსურველებს 50 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევთ.
რაც შეეხება “მილანს”, მათ იბრა სურთ ჰუნტელაარის მაგივრად. მათ კარგად იციან, რომ ზლატანი ძალიან ძლიერია იტალიურ ფეხბურთში და მისი შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი.
წყარო : www.totalbarca.com