workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰილ-ვუდი: “ახალი შემოთავაზებები არ ყოფილა”

ჰილ-ვუდი: “ახალი შემოთავაზებები არ ყოფილა”

 

 ინგლისური გრანდის, ლონდონის “არსენალის” აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ ჰილ-ვუდმა განაცხადა რომ, კატალონიის “ბარსელონასგან’’ არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა სესკ ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით. პირველი და ჯერჯერობით ბოლო შემოთავაზება, რომელიც “ბლაუგრანამ” მეთოფეებს გაუკეთა, უარყოფილ იქნა ლონდონელთა მიერ.

 

 სესკ ფაბრეგასის “ბარსელონაში” გადასვლა – ეს მიეკუთვნება, ისევე როგორც შარშანდელი ზაფხულის, ასევე წლევანდელი ზაფხულის ერთ–ერთ ცხელ და ხმაურიან ინფორმაციებს. “ბარსა” აკეთებს ყველაფერს, იმისათვის რომ დაიბრუნოს მისი აღზრდილი ნახევარმცველი, ხოლო ლონდონის “არსენალის” მწვრთნელი, არსენ ვენგერი ფეხბურთელს სთხოვს გუნდში 1 სეზონით დარჩენას. ვენგერმა ნათლად განაცხადა, რომ სესკის მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაწყდება.

 

  ინგლისურ “DailyStar“-თან ინტერვიუში ლონდონის “არსენალის” აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ჰილ–ვუდმა განაცხადა:“მე ვერ გეტყვით იმას, თუ რამდენად ძლიერ სურს “ბარსელონასსესკის თავის გუნდში ხილვა.რას წერს პრესა, ეს ერთია, ხოლო რა არის სიმართლე – მეორე.ჩვენ ორიენტირებულები ვართ ოფიციალურ ინფორმაციაზე და ნამდვილ შემოთავაზებაზე, რაც ამ ბოლო დროს არ ყოფილა“.

 

 ჰილ–ვუდმა ასევე დაადასტურა ის, რომ მისთვის ეს ისტორია არასასიამოვნო და მოსაბეზრებელია: “მე არ მომწონს ის რაც ახლა ხდება. მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის მექანიზმი ასეთია. ამდროინდელი მდგომარეობა უცვლელია: ჩვენ არ გვსურს სესკის გაშვება.” 

 

ასევე ჰილ–ვუდმა უარყო ის, რომ “ბარსელონამ” მისი შემოთავაზება გაზარდა.“ კატალონიელებმა 26 მილიონი ფუნტი შემოგვთავაზეს და ჩვენ ისინი უარით გავისტუმრეთ. ამის გარდა არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა ბოლო პერიოდში. ისინი თუ საკმარის და დამაკმაოფილებელ თანხას შემოგვთავაზებენ, დავიწებთ მოლაპარაკებებს.ჯერჯერობით მათი შემოთავაზებული თანხა არ არის დამაკმაყოფილებელი, რაც ჩვენ უკვე მოგახსენეთ” – დაასრულა ლონდონელთა წარმომადგენელმა.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward