ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდმა სეზონის მესამე ვარჯიში გამართა

გუნდმა სეზონის მესამე ვარჯიში გამართა

 

როგორც დაგეგმილი იყო, სამშაბათ საღამოს პეპ გვარდიოლას გუნდმა კიდევ ერთი ვარჯიში გამართა…

 

როგორც ორშაბათ საღამოს და სამშაბათ დილას, პეპ გვარდიოლას 15–მა ფეხბურთელმა ვარჯიში გამართა. დილის ვარჯიშისგან განსხვავებით, დღის მეორე შეკრება ფეხბურთელებისთვის ნაკლებად დატვირთული გახლდათ. ვარჯიშზე კვლავ არ იმყოფებოდა კარლეს პუიოლი, რომელიც ახლა აღდგენით სამუშაოების ატარებს. ინდივიდუალურად ვარჯიშობს ასევე გუნდის მეორე კაპიტანი, ჩავი ერნანდესი. დილის შეკრების მსგავსად, ვალდესი და პინტო კვლავ განცალკევებით ვარჯიშობდნენ.

 

ოთხშაბათს, გვარდიოლას გუნდი ეუსებიო საქრისტანის “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშებს. ვარჯიშს ოიერი, მინიო, მასიპი, დალმაუ, ბალიუ, როსელი, არმანდო, კარმონა, გუტავო, ლობატო, კუენსა, საული და სორიანო შეუერთდებიან. შეგახსენებთ, რომ “ბარსა ბ”–ს მექსიკელი წევრი, ჯონათან დოს სანტოსი ორშაბათს ვარჯიშს პირველ გუნდთან ერთად დაუბრუნდა.

 

სურათები

 

Foto: Miguel Ruiz (FCB).

 

Foto: Miguel Ruiz (FCB).

 

Foto: Miguel Ruiz (FCB).

 

Foto: Miguel Ruiz (FCB).

 

Foto: Miguel Ruiz (FCB).

 

Foto: Miguel Ruiz (FCB).

 

Foto: Miguel Ruiz (FCB).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში