ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ძამბროტა ყველაზე დიდ სირთულედ “ბარსას” დამარცხებას მიიჩნევს

ძამბროტა ყველაზე დიდ სირთულედ “ბარსას” დამარცხებას მიიჩნევს

 

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანლუკა ძამბრტამ ხუთშაბათს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ მის ამჟამინდელ გუნდს, “მილანს” ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის, “ჩემპიონთა ლიგი” ტიტულის მოპოვების ძალა შესწევს…

 

ძამბროტა აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის ყველაზე დიდი სირთულე “ბარსას” დამარცხება იქნება. “რთული იქნება მათი დამარცხება. “ბარსა” ბოლო რამდენიმე სეზონია მსოფლიოს უძლიერეს გუნდად ითვლება. ის ბოლო 20 წლის საუკეთესო ნაკრებია”, განაცხადა იტალიელმა განაპირა მცველმა.

 

ჯანლუკამ თავის პრეს–კონფერენციაზე ასევე ლეო მესის კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომელიც მას “კოპა ამერიკას” მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგაც დაატყდა. “მე ვფიქრობ, რომ არგენტინა და “ბარსა” განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. ბლაუგრანა რაღაც სქემით მოქმედებს, რითიც ისინი ფავორიტები ხდებიან, როდესაც არგენტინა მისგან ამით ცოტათი განსხვავდება”, თქვა ყოილმა ბლაუგრანელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში