workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის მსგავსი ფეხბურთელი ისტორიას არ ახსოვს – მარადონას ვაჟი

მესის მსგავსი ფეხბურთელი ისტორიას არ ახსოვს – მარადონას ვაჟი

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ვაჟმა, დიეგო მარადონა ჯუნიორმა Tyc Sports-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა:

ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არაფერი გაეგება.
ლეოს არ მოსწონს, როდესაც მამაჩემს ადარებენ. დიეგოს მსგავსი არავინ დაიბადება. ჩვენ იმაზე ფიქრი დავიწყეთ, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია ადამიანებს შორის, რადგან მამაჩემი ადამიანი არ იყო.

მე ლეოს ვაღმერთებ. მისნაირი მოთამაშე ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს. მესი ეროვნულ ნაკრებში პირველი ტიტულის მოგებით ძალიან ბედნიერია. ეს ისეთ სიხარულს მანიჭებს, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 13 ივლ 2021, 21:12

    მაგ მამაშენს მესიმ კარგა ხნის წინ ჩაუფრინა ნუ ადარებთ მესის ნურავის ნურც მარადონას და პელეს ხო მითუმეტეს

  • nika 54
    schedule 13 ივლ 2021, 17:02

    ციტატა: La Pulga10
    ეგ კი არა ის ჩემის ჰოლანდი მართლა ჩელსიში გადადის მგონი


    კი, აბრამოვიჩს 175 მილიონი აქვს გამზადებული და საქმეში ტუხელიც ჩართო, ძალიან გაუტკბათ მაგათ ლიგა ეტყობა.

  • La Pulga10
    schedule 13 ივლ 2021, 15:43

    ეგ კი არა ის ჩემის ჰოლანდი მართლა ჩელსიში გადადის მგონი

  • Moriba
    schedule 13 ივლ 2021, 15:37

    🚨 ლიონელ მესი Update 👇

    ✅ ფეხბურთელი და კატალონიური კლუბი ახალ კონტრაქტზე კვირების წინ შეთანხმდნენ, 34 წლის შემტევი 2023 წლამდე რჩება ✔️💯

    📝 ახალი კონტრაქტი გაფორმდება როგორც კი ლაპორტა კლუბში სახელფასო ლიმიტს დაარეგულირებს 🤝

    #POSTVტრანსფერები