workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკემ ხავი დაიცვა

პიკემ ხავი დაიცვა

 კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ხერად პიკემ დაიცვა თავისი თანაგუნდელი, ხავი ერნანდესი და პარალელურად გააკრიტიკა “არსენალის” თავკაცი, არსენ ვენგერი.

 

 ხავიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სესკ ფაბრეგასმა მას მისი გულის წადილი გაანდო “ბარსელონაში” თამაშის შესახებ. ხავის ამ კომენტარმა გააღიზიანა ლონდონის “არსენალის” მწვრთნელი, არსენ ვენგერი, რომელმაც ხავი მისი კლუბის უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ხერარდ პიკე არ ეთანხმება ფრანგის მოსაზრებას.

 

 “‘ბარსელონას’ ყველა ფეხბურთელი ყოველთვის დიდი პატივისცემით საუბრობს სხვა კლუბებზე და ფეხბურთელებზე” –  განაცხადა პიკემ.

 

 “როდესაც იმ ფეხბურთელის მომავალსა და სურვილებზე ვსაუბრობთ, რომელსაც სხვა კლუბში თამაში სურს, თუმცა მას ამის საშუალებას არ აძლევენ, ეს არანაირად არ წარმოადგენს ვინმესადმე უპატივცემულობას.”

 

 პიკე, რომელიც სესკის ბავშვობის მეგობარია, ძალიან წუხს, რომ მისი მეგობრის გარშემო ძალიან ბევრი ჭორია აგორებული: “გარკვეულწილად საქმის კურსში ვარ, მაგრამ ყველამ ჩვენ საქმეებს უნდა მივხედოთ და სესკ თავი დავანებოთ. იგი თავის მომავალს თვითონვე მოაგვარებს. მის გარშემო ბევრი მითქმა-მოთქმაა და ეს პირიქით ყველაფერს აუარესებს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward