ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
As: ანსუ ფატი მკურნალობას მადრიდში გააგრძელებს

As: ანსუ ფატი მკურნალობას მადრიდში გააგრძელებს

“ბარსელონას” 18 წლის შემტევი, ანსუ ფატი, რეაბილიტაციის პროცესს მადრიდში გააგრძელებს, იტყობინება As.

2020 წლის 6 ნოემბერს მიღებული ტრავმის შემდეგ, ფატის რამდენიმე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. ბოლო ოპერაცია მან მაისში გაიკეთა, რომელსაც პორტუგალიელი ქირურგი, ჟოზე კარლოს ნორონია, ხელმძღვანელობდა.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ ფატი ესპანეთის დედაქალაქში მკურნალობას ფიზიოთერაპევტ ხოაკინ ხუანთან გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ხუანს ისეთ სპორტსმენებთან უმუშავია, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, რადამელ ფალკაო და პაუ გასოლი არიან.

ფატის გამოჯანმრთელების პროცესი დადებითად მიმდინარეობს. ახალგაზრდა ფეხბურთელის მიზანს ლა ლიგის სტარტისთვის მომზადება წარმოადგენს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Albicelecte
    schedule 12 ივლ 2021, 15:24

    კარგია, რომ არ ქაჯობს და მკურნალობის ბოლომდე ჩამთავრებას ცდილობს
    პრე-სეზონი წყვეტს რამეს? არა მგონია

  • Ronaldinho..
    schedule 12 ივლ 2021, 15:18

    აბა პრესეზონს დაიწყებსო?