ბრაზილიელი ტალანტი, ნეიმარ ჟუნიორი მადრიდის “რეალში” არ გადავა. ასე, რომ “ბარსას” შანსები დღითიდღე იზრდება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეინეი მადრიდულ კლუბთან 6 წლიან კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. 19 ივლისს ამომავალმა სუპერვარსკვლავმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით კარიერას “სანტოსში” განაგრძობს.
ბრაზილიელმა არ დააკონკრეტა მიზეზი, თუ რატომ რჩება ბრაზილიაში, მაგრამ ფაქტი სახეზეა: მას კლუბთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება სურს.
ჩნდება ლოგიკური კითხვა: მან “ბარსა” აირჩია? შესაძლოა მან სწორედ კატალონიური გრანდი აირჩია. “ბარსა” ხომ მას ყველაფერს სთავაზობდა იგივეს, რასაც “რეალი”. გავრცელებული ხმების თანახმად, მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბი მზად არის შეიძინოს ვუნდერკინდი ზამთარში. ნეიმარს სანტოსთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.
ნეიმარს “სანტოსთან” ერთად მოპოვებული აქვს სან–პაულოს შტატის ჩემპიონატის ტიტული, ბრაზილიის თასი და “კოპა ლიბერტადორესი”. ბრაზილიის ნაკრებში ის 2010 წლის აგვისტოდან გამოდის.


