workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მონჩუ გრანადაში გადადის | IDEAL Granada

მონჩუ გრანადაში გადადის | IDEAL Granada

IDEAL Granada-ს ჟურნალისტის, რაფაელ ლამელასის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, რამონ როდრიგესი, იგივე “მონჩუ”, ბავშვობის კლუბს საბოლოოდ დატოვებს და “გრანადაში” გადავა.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “ლა მასიელი” ანდალუსიელთა შემადგენლობას უფასოდ შეუერთდება და 3-4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ასევე, კატალონიელები მოთამაშის გამოსყიდვის უფლებას იტოვებენ და მისი მომავალი ტრანსფერიდან გარკვეული წილიც ეკუთვნით.

21 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, გასული სეზონი იჯარის წესით “ჟირონაში” გაატარა.

მალიორკელი ნახევარმცველი “ბლაუგრანას” სისტემაში 2012 წლიდან ირიცხება, 2017 წელს კი დებიუტი “ბარსას” სარეზერვო გუნდშიც ჰქონდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Don_Andresito
    schedule 11 ივლ 2021, 00:42
    #5

    რატო ბიჭო რატო მშვენიერი ბიჭია ალენია წავიდა მორიბა გარბის პიანიჩი კუმანს არ უნდა, მიეცეს შანსი 1 მილიონად გრანადასთვის მიცემას. რომელი მაღალ ხელფასს ითხოვს. თან ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა პირველ გუნდში ადრე

  • Albicelecte
    schedule 10 ივლ 2021, 19:54
    #4

    და სულ უფასოდ?

  • Vito Kharshiladze
    schedule 10 ივლ 2021, 19:51
    #3

    ვიდალს გავს სათამშო სტილით ძაან .

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 10 ივლ 2021, 19:14
    #2

    ეჰ არადა 4-5 მილიონის გაკეთება შეიძლებოდა ამისგან

  • El pistolero 9
    schedule 10 ივლ 2021, 19:14
    #1

    ეს ბარსა ბ-ს კაპიტანი იყო და ერთ-ერთი ლიდერი იმ გუნდის. პერსპექტიული ბიჭია და არ იქნება გამორიცხული მომავალში დაიბრუნონ. მომწონს მიდგომა ახალგაზრდებს გამოსყიდვის უფლებით რომ უშვებენ. დე ლა ფუენტე, ალენია, ესეც ყველას უპირატესი შესყიდვის უფლება გვაქვს