“ბარსელონა” ახალი სეზონისთვის მზადებას დღეიდან ოფიციალურად იწყებს. კატალონიელები დილიდან “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე იკრიბებიან, სადაც გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
📍 Ciutat Esportiva Joan Gamper
👋 Good morning, @RonaldKoeman! pic.twitter.com/W43xW3vQtJ— FC Barcelona (@FCBarcelona) July 10, 2021
დღეს პირველი გუნდის ფეხბურთელები სარეზერვო გუნდის რამდენიმე მოთამაშესთან ერთად სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და PCR ტესტირებას ჩაიტარებენ.
რამდენიმე დღეში “ბარსას” სანაკრებო ტურნირებიდან დაბრუნებული ყველა მოთამაშე შეუერთდება, პრესეზონის პირველი ამხანაგური მატჩი კი 21 ივლისისთვისაა დაგეგმილი. “ბლაუგრანას” მეტოქე ტარაგონას “ჟიმნასტიკი” იქნება.
ერთი სული აქვს საქმეში როდის ჩაერთვება. დამიჯერეთ ეს, რომ ლაპორტას გაეშვა, ეხლა მკვდარი იქნებოდა. უბრალოდ გული გაუჩერდებოდა.
ალბათ ევრო-კოპას მერე დიდი გაყიდვები დაიწყება და პრე სეზონზე ლენგლე,უმთითი,კოუტინიო და დემბელე აღარ დავინახო… პიანიცას იმედია სადმე ალბიონზე ვიხილავ
წარმატებები. საინტერესო პრესეზონი გველის
კოჭლობს მგონი,ტრავმა მიუღია გოლფის ტურნირზე😁