თითქმის გადაწყვეტილია, რომ თუ ლიონელ მესი “ბარსელონაში” დარჩება, გუნდს ანტუან გრიზმანი დატოვებს – აცხადებს Onda Cero-ს ცნობილი კატალონიელი ჟურნალისტი, ალფრედო მარტინესი.
ლეო მესის “ბარსასთან” მოქმედი კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ არგენტინელი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. როგორც ჩანს, ახალი სპორტული პროექტის მიხედვით შემადგენლობაში მის გვერდით გრიზმანის ადგილი არ არის.
პარალელურად Foot Mercato იმ კლუბს ასახელებს, რომელში გადასვლაც 30 წლის თავდამსხმელისთვის ყველაზე რეალურია: ეს “მანჩესტერ სიტია”. ანტუანს პეპ გვარდიოლა დაუკავშირდა, რომლის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჰარი კეინია, თუმცა თუ მისი დამატება ვერ მოხერხდება, “ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი კლუბში სწორედ ფრანგის მიყვანას ეცდება.
გრიზმანი “ბარსას” 2019 წელს მადრიდის “ატლეტიკოდან” შეუერთდა. დღემდე მის ანგარიშზე 99 მატჩი და 35 გოლია.
სიტის თუ უნდა დადონ 120 მილიონი და წაიყვანონ
საიდან რას მოთხრიან ეგ ჭორიკანა ჟურნალისტები
MARI=BARCA-fan,
გამორიცხულია.კეინს აქვს ყველაზე დიდი შანსი,თამაც კარგად ვიცით გვარდის დამოკიდებულება ცხრიანებთან…
ჰალანდი გვარდის მიჰყავს სიტიში..
და ჰალანდზე მოუწევთ ჩალიჩი მომდევნო ზაფხულს. ლაპორტამ რაიოლასთან ძმაკაცობა უნდა გამოიყენოს და გადმოიყვანოს ეგ ბიჭი.