რონალდ კუმანის კომენტარი ანტუან გრიზმანის შესაძლო წასვლის შესახებ

რონალდ კუმანის კომენტარი ანტუან გრიზმანის შესაძლო წასვლის შესახებ

“ბარსელონას” 58 წლის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, გუნდიდან ანტუან გრიზმანის შესაძლო წასვლის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს.

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, არ არის გამორიცხული, ფრანგი შემტევი მომდევნო სეზონიდან სხვა გუნდის შემადგენლობაში ვიხილოთ.

 ჩემთვის, ანტუანი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მან საკუთარი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცა, მაგრამ არ ვიცი თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს კლუბი.

ჩვენთვის, მისაღები იქნება თუ გუნდში ცვლილებები განხორციელდება. ასეთი გადაწყვეტილებები კლუბმა უნდა მიიღოს. ვნახოთ, ვინ დარჩება და ვინ წავა, თუმცა ცხადია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს მესის დარჩენა წარმოადგენს.

– მის სიტყვებს Sport ციტირებს.

კუმანმა ეს განცხადება მის ორგანიზებით გამართულ გოლფის საქველმოქმედო ტურნირზე გააკეთა, რომელშიც მონაწილეობას ჟოან ლაპორტა, პეპ გვარდიოლა, რიკი პუჩი, ბერნდ შუსტერი და ჰენრიკ ლარსონი მიიღებენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • ana anukii
    09 ივლ 2021, 21:16

    ვაიმეე რადონის დებილი იქნება ლაპორტა გრიზმანი რომ გაუშვას 🙂

  • Nikabedinadze
    09 ივლ 2021, 18:21

    თუ თანახმაა შეუმცირონ ეს დალოცვილი ხელფასი და დარჩეს,მიუხედავად იმისა რომ ხანდახან არ ჩანს საერთოს თამაშის დროს წინა სეზონის სტატისტიკა ყველაფერს ამბობს

  • xavi73
    09 ივლ 2021, 15:12

    დემბელეს ტოვებ და გრიზმანს უშვებ რავი) იმედია ჭორია

  • El pistolero 9
    09 ივლ 2021, 15:08

    თუ ვინმე ძაან მაგარს არ მოიყვანენ გრიზმანის გაშვება სისულელე იქნება. ატლეტიკო თუ გაგვიცვლის ფელიქსში არ იქნება ცუდი ვარიანტი. არაა გრიზის გუნდი ბარსა და არც ფელიქსის გუნდია ატლეტიკო.