კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, კარლეს ალენია, დიდი ალბათობით, ბავშვობის კლუბს ამ ზაფხულშივე დატოვებს.
RAC1-ის ინფორმაციით, “ბარსასა” და “ხეტაფეს” შორის (სადაც ალენიამ გასული სეზონის ნახევარი გაატარა) შეთანხმება შედგა – ესპანელი მოთამაშე მადრიდში ხვალ გაემგზავრება, მისი პრეზენტაცია კი ორშაბათს გაიმართება.
23 წლის შუახაზელს “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. იგი “ბლაუგრანას” სისტემაში 2005 წლიდან ირიცხება.
წარმატებები მომავალში. ისე რო კითხეს რეალში თუ ითამაშებო და ეგრევე უარი რო არ აჯახა მანდ გამიჩნდა ანტიპათია ამის მიმართ
ეხლა ვუყურე..
გენიოსი პეპი და უნიკალური თაობა!!!
უძალიანმაგრესი ფილმია!
ბრავო!!! ველოდები გაგრძელებას!!!
იმედია იჯარით ან იაფად არ გადადის 🙂
"მიიღე ბურთი, გადაეცი ბურთი". ვისაც არ უნახია ეს დოკუმენტური ფილმი გირჩევთ უყუროთ. გვარდის ბარსას ეხება, ბევრ რამეს გაიგებთ.