“ბარსელონამ” კიდევ ერთი ფეხბურთელი გაყიდა. ამჯერად საქმე “ბარსა ბ-ს” 23 წლის მარცხენა მცველს, სერხიო აკიემეს ეხება.
ესპანელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი “ალმერიაში” იჯარით გაატარა და როგორც ჩანს, ანდალუსიელებს თავი მოაწონა, რადგან მათ მისი გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.
“ბარსელონას” მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ “ალმერიამ” აკიემეს 3.5 მილიონ ევროს გამოსყიდვის უფლება გამოიყენა. კატალონიელები ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან 10%-ს მიიღებენ, ისინი ასევე ფლობენ უპირატესი შესყიდვის უფლებას.
სერხიო აკიემე “ბარსელონა ბ-ს” 2019 წელს შეუერთდა. კატალონიელთა სარეზერვო გუნდში მან 27 თამაში ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ერთხელ ის პირველ გუნდშიც იყო გამოძახებული, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია.
მოკლედ კაპიკ-კაპიკ ვაგროვებთ ფულს.
ახლა ყველა თამაშში რომ ვერ იფრენს და ვერ დაარიგებს ასისტებს ეს ცხადია, მაგრამ 27 თამაშში 5 ასისტი ჩემი აზრით მშვენიერია და სწორად მოქცეულან გამოსყიდვის უპირატესობა თუ ისევ დაიტოვა ბარსამ, როგორც ჩანს არაა მთლად ხელწამოსაკრავი.
ანუ, დე ლა ფუენტე 3 ლიმონი, აკიემე 3.5, ფირპო 15, ტოდიბო 8.5 ეს უკვე 30 ლიმონია
აეროსტატის პრინციპით ამუშავებს გუნდს ლაპორტა
უმთითი ალაპარაკდა წასვლაზე უკვე, ეგ დიდი პროგრესია უკვე