workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესის კომენტარი კოლუმბიასთან მატჩის შემდეგ

ლიონელ მესის კომენტარი კოლუმბიასთან მატჩის შემდეგ

კოპა ამერიკის ნახევარფინალურ მატჩში კოლუმბიასთან მოგებული შეხვედრისა და ფინალში გასვლის შემდეგ, არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი კომენტარს აკეთებს:

პენალტების სერიაში გამარჯვებულის ბედი სრულად იღბალზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენ ემილიანო მარტინესი გვყავს, რომელიც მინიმუმ 2 დარტყმას მოიგერიებს. ის ამას იმსახურებს, რადგან ნამდვილი მონსტრია.
ვიცოდით, რომ წინ რთული მატჩი გველოდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში თავდაჯერებულნი ვიყავით და იმედები არც ჩვენმა მეკარემ გაგვიცრუა, რომელსაც ვენდობით.
მიზანს მივაღწიეთ. ბრწყინვალე ფინალური წყვილი შედგა – ვიცით, ნეიმარსა და ბრაზილიას რისი გაკეთება შეუძლიათ. დაპირისპირების დაწყებას მოუთმენლად ველით.
“ალბისელესტესთვის” ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. რამდენიმე ფინალი ვითამაშე და არ ვიცი, მაშინ საუკეთესო ფორმაში ვიყავი თუ არა, მაგრამ თავს არასდროს ვზოგავდი.
ნეიმარმა თქვა, რომ არგენტინასთან ჯახი სურდა? ვიცი. ის კარგი ბიჭია. ფინალის მოგება ყველას გვინდა.
კოპა ამერიკის წინა გათამაშებაში კარგი კვალი დავტოვეთ. გუნდი ძლიერი იყო, ახლა კი ფინალში ვართ. ასეთი აღფრთოვანებულნი არასდროს ვყოფილვართ.

არგენტინისა და ბრაზილიის ფინალური დაპირისპირება 11 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე, “მარაკანაზე” გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • me da barca
    schedule 07 ივლ 2021, 16:25
    #11

    იმედია ლეო ამ ფინალსაც არ წააგებთ, წარმატებები მისურვებია.

  • JasoN
    schedule 07 ივლ 2021, 15:59
    #10

    ციტატა: Nikabedinadze
    მარტინესმა რომ აღნიშნა მინას დარტყმული სეივი მაგაზე ვფიქრობ არასწორმა კონმებოლმა დისკვალიფიკაცია არ მიცეს.ესეთი ძლიერი მეკარე დიდი ხანია არ ყოლია არგენტინას


    შესაძლოა. ვეგარ მოთოკა ნერვები

  • Albicelecte
    schedule 07 ივლ 2021, 15:57
    #9

    პერუსთან მე-2 ტაიმში ვნახეთ, რომ ბრაზილია არც ისეთი ძლიერი და დაუმარცხებელია
    კოლუმბია…ზედეტად უხეში და ბინძური გუნდი გამოდგა, კი ძლიერი და მომზადებული იყო, მაგრამ გალესილი და შხამიან ქაცვებიანი ბუცებით თამაშობდნენ
    ლურჯ-ყვითელ მაისურიანი გუნდის დამარცხებაში ივარჯიშეს ბიჭებმა უკვე მეორედ და მესამე დაგვირგვნება იქნ barca-5

  • Iniesta_8
    schedule 07 ივლ 2021, 13:02
    #8

    ბრაზილიაა ფავორიტი, მარა ერთხელ იქნება მესისაც გაუმართლოს და მოიგოს რაც ეკუთვნის. ასეთი ნახირი ნაკრებით ამდენი ფინალი რომ ითამაშა ეგეც მიღწევაა. თავი უნდა შეაკლან და მგონია რომ მოიგებენ.

  • Nikabedinadze
    schedule 07 ივლ 2021, 09:56
    #7

    მარტინესმა რომ აღნიშნა მინას დარტყმული სეივი მაგაზე ვფიქრობ არასწორმა კონმებოლმა დისკვალიფიკაცია არ მიცეს.ესეთი ძლიერი მეკარე დიდი ხანია არ ყოლია არგენტინას

  • tigresa
    schedule 07 ივლ 2021, 09:47
    #6

    იმსახურებს, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მისკენ იყოს იღბალი ფინალში, ამდენი უიღბლობა ნაკრებში უკვე ნამეტანია. ღმერთი თქვენკენ. ისე, მესი რომ არ თამაშობდეს არგენტინაში, მაინც არგენტინას ვუგულშემატკივრებდი, პირველი ქვეყანაა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, დის პატივს ვცემ

  • M10 S9 D11
    schedule 07 ივლ 2021, 09:15
    #5

    ვაიმე მიდი ლომო ბოლო ძალები მოიკრიბე ერთი მატჩი კიდე იღმერთავე გთხოოვ

  • _OLD_
    schedule 07 ივლ 2021, 09:05
    #4

    დავაი ტოო უნდა დადო კოპა გავკარი ბრაზილიას ზურაბ დიზედ მოუნდათ. ხო არა ძმაო წელს არგენტინამ უნდა იზეიმოს ჩემპიონობა

  • ნიკა ჩარგაზია
    schedule 07 ივლ 2021, 09:02
    #3

    მეგობრებო ბოლოს არგენტინას ბრაზილია ოფიციალურ შეხვედრაში როდის ყავს დამარცხებული ხომ ვერ მეტყვით

  • Erekle
    schedule 07 ივლ 2021, 08:51
    #2

    მიდი ლეო იმაზე მეტად არაფერი გამიხარდრბა რომ ბრაზილიას ათრევ

  • Nikabedinadze
    schedule 07 ივლ 2021, 08:13
    #1

    მიდი ლეო,უსამართლობა იქნება ეს ტიტული რომ ვერ მოიგო