workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
4 ფეხბურთელი, რომელთა შეძენაზეც ბარსამ, ჭორების მიუხედავად, არ უნდა იფიქროს

4 ფეხბურთელი, რომელთა შეძენაზეც ბარსამ, ჭორების მიუხედავად, არ უნდა იფიქროს

“ბარსელონას” მრავალ ფეხბურთელს უკავშირებენ, თუმცა არახელსაყრელი ფინანსური მდგომარეობის გამო, კატალონიურ გრანდს სატრანსფერო პოლიტიკის წარმართვისას დიდი სიფრთხილე მართებს, რათა სახსრები მაქსიმალურად სწორად გამოიყენოს.

Tribuna.com-მა წარმოგვიდგინა “ბლაუგრანასთან” დაკავშირებული 4 ფეხბურთელი, რომელთა შეძენაზეც კლუბმა, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ უნდა იფიქროს. 

მარკოს ალონსო

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ჟუნიორ ფირპოს გაშვების შემდეგ, “ბარსელონა” “ჩელსის” განაპირა მცველს ჟორდი ალბას მთავარ შემცვლელად განიხილავდა. 

იმის გამო, რომ “ბარსამ” ახალი სეზონის დაწყებამდე სახელფასო ხარჯები მაქსიმალურად უნდა შეამციროს, ფირპოს გაშვება და 31 წლის ალონსოს სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის გადახდა აბსურდულად ჩანს.

ამასთან, ესპანელი განაპირა მცველის დათანხმება ანაზღაურების მნიშვნელოვნად შემცირებასა და სარეზერვო ფეხბურთელობაზე რთული იქნება. 

უფრო ლოგიკური “ბარსელონა ბ-დან” 17 წლის უკანახაზელის, ალეხანდრო ბალდეს პირველი გუნდში დაწინაურება იქნება, რომელმაც ბოლო პერიოდში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

უფრო მეტიც, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში სერჟინიო დესტსაც შეუძლია, რომლის ადგილსაც, თავის მხრივ, ემერსონი დაიკავებს.

დანი ოლმო

ბევრ თქვენგანს შეიძლება გაუკვირდეს იმის წაკითხვა, რომ “ბარსელონამ” “ლეიფციგის” თავდამსხმელი არ უნდა დაიმატოს.

23 წლის ოლმო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც შეტევასა და ნახევარდაცვაში თითქმის ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. 

მიუხედავად ასეთი უნივერსალურობისა, ესპანელი თავს ყველაზე უკეთ თავდამსხმელების უკან ყოფნისას გრძნობს, თუმცა კარგად ვნახეთ, როგორ წავიდა ანტუან გრიზმანის საქმე “ბარსელონაში”, რომელიც სწორედ ამ პოზიციაზე ასპარეზობს. 

მართალია, ფრანგის კატალონიურ გუნდში თამაშს სრულ კატასტროფას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ფაქტია, მან საკუთარი თავი ბოლომდე ვერ წარმოაჩინა და, უმჯობესი იქნება, თუ ლიონელ მესის წასვლამდე “ბარსა” აღნიშნულ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს შეეშვება.

დონი ვან დე ბეეკი

ნიდერლანდელი ფეხბურთელის “მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერი სრულიად წარუმატებელი გამოდგა. მან 2020/21 წლების სეზონში მინდორზე ჯამში 1456 წუთი გაატარა. 

გავრცელებული ცნობების მიხედვით, 24 წლის ნახევარმცველის წარმომადგენლობამ ვან დე ბეეკი “ბარსელონას” შესთავაზა, რადგან კატალონიური გუნდი მის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯორჯინიო ვეინალდუმის შეძენა ვერ მოახერხა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნიდერლანდელის სათამაშო სტილი საკმაოდ ახლოა რიკი პუჩის სტილთან, სამარცხვინო იქნება, თუ “წითელი ეშმაკების” მიერ გარიყულ ფეხბურთელს “ბარსაში” თამაშის შანსი მიეცემა, “ლა მასიელი” პუჩი კი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩება.

ადამა ტრაორე

რამდენიმე ცნობა გავრცელდა იმის შესახებ, რომ “ბლაუგრანას” აღზრდილი ფეხბურთელი შესაძლოა “კამპ ნოუზე” დაბრუნდეს.

გულწრფელად რომ ვთქვათ, 25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც გასულ სეზონში “ვულვერჰემპტონის” სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრისთვის ბრძოლა უწევდა, “ბარსელონას” დონეს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს.

აქედან გამომდინარე, იმ მოთამაშისგან, რომელმაც “ვულვზში” ჩატარებულ 131 შეხვედრაში მხოლოდ 10 გოლის გატანა მოახერხა, კატალონიელთა შეტევის გაძლიერება რთულად წარმოსადგენელია, განსაკუთრებით სერხიო აგუეროსა და მემფის დეპაის დამატების შემდეგ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • MARADONA1968
    schedule 07 ივლ 2021, 10:12
    #7

    ტრაორეს სახით ერთი ბეტეერი კია საჭირო

  • basa7
    schedule 06 ივლ 2021, 22:45
    #6

    პაკეტას ტამაშს უყურებთ? მაგრა მწყდება გული ამ ბიჭზწ, როგორ არ იყიდეს თავის დროზე, მილანსი დაიკარგა . არადა ბარსაში სულ სხვანაირად გაიზრდებოდა

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 06 ივლ 2021, 22:03
    #5

    ციტატა: ani-barca10

    ციტატა: ბარამიძე ლუკა
    ani-barca10,
    კუნდემ ვერაფერი ვერ გააკეთა ევროზე, ძაან სუსტი იყო.


    სად ვერაფერი ქნა? 4 დან 3 თამაშში სკამზე იჯდა

    ან მარტო ევროთი ფასდება ფეხბურთელი?


    არარის ბარსას დონის, ეგეც ლანგლესავით იქნება

  • Lasho
    schedule 06 ივლ 2021, 21:04
    #4

    ბუსი ნელნელა სკამზე გადაჯდება.. დე იონგი – ვან დე ბეეკი – პედრი .. და რიკი როტაციაში რავი ჩემიაზრით ძაანმაგარი იქნებოდა

  • Vito Kharshiladze
    schedule 06 ივლ 2021, 20:40
    #3

    მართლა ვეთანხმები არცერთი არაა ახლა საჭირო თითოეულის პოზიციაზე უკვე გვყავს ფეხბურთელი და არცერთინარიქნება როტაციაზე თანახმა გამონაკლისი ალონსოა არამგონია ბალდე ისეთივე ჩამოყალიბებული იყოს როგორც ფატი პრტრი ან მორიბაა . ყველაფერს აჯობებს გოსენსის ან გაიას მოყვანა ერთი ცემტალური მცველიც და ეგაა დავეშვებით სრულფასოვანი შემადგენლობით.

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 06 ივლ 2021, 20:31
    #2

    ani-barca10,
    კუნდემ ვერაფერი ვერ გააკეთა ევროზე, ძაან სუსტი იყო.

  • M10 S9 D11
    schedule 06 ივლ 2021, 20:16
    #1

    არადა ვან დე ბეეკი დახატავდა ბარსას