“ბარსელონას” მიერ ზაფხულში შეძენილი განაპირა მცველი ემერსონი ნაკრებში და ასევე “ბეტისში” იმ მაისურით თამაშობდა, რომელსაც ზურგზე როიალი ეწერა (E. ROYAL).
რეალურად როიალი ემერსონის ზედმეტსახელია, რომელიც ბრაზილიელს დეიდამისმა შეარქვა.
80-იან წლებში ბრაზილიაში ტკბილეულის ნაირსახეობა არსებობდა, რომელსაც სწორედ როიალი ერქვა. მის შეფუთვაზე დატანილ პერსონაჟს კი დიდი პირი ჰქონდა, რის გამოც ემერსონს ტირილისას სწორედ ამ სახელს ეძახდნენ.
ნელ-ნელა ეს ზედმეტსახელი ბრაზილიელ განაპირა მცველს “შერჩა”, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ასე ეძახდნენ.
შეგახსენებთ, რომ ემერსონი ერთადერთი ტრანსფერია, რომელშიც “ბარსამ თანხა გადაიხადა. როიალის გადმობირება კატალონიელებს 9 მილიონი ევრო დაუჯდათ.




DE PE FA,
ლეღვის
სუარესიც წავიდა სახლში.ჯერი მანიმარზეა🙃
პიანინოსათვის ნამეტანი ზორბა ტანისაა და ამიტომ
როიალი არა აკარდიონი.
კაკლის მურაბა ჯობდა🙃