workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინ ბრეითუეიტის დანია ნახევარფინალშია

მარტინ ბრეითუეიტის დანია ნახევარფინალშია

ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე მე-3 მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა. დანიელთა თავგადასავალი ევრო 2020-ზე გრძელდება.

მარტინ ბრეითუეტის გუნდმა ჩეხები ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩში ანგარიში თომას დილეინიმ გახსნა, “ვიკინგებმა” კასპერ დოლბერგის გოლით სხვაობა პირველივე ტაიმში გაზარდეს. მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი ვიხილეთ, რომელიც პატრიკ შიკმა შეაგდო. ჩეხები მეტს ვერაფერს გახდნენ და ევრო 2020-ს მეოთხედფინალიდან დაემშვიდობნენ.

მარტინმა კვლავინდებურად მატჩი სრულად ჩაატარა.

ბოლო ნახევარფინალისტი და დანიის მომდევნო მეტოქე უკრაინისა და ინგლისის შეხვედრაში გაირკვევა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Albicelecte
    schedule 04 ივლ 2021, 04:44
    #6

    ძალიან კარგი ფეხბურთელია, მშრომელი და მებრძოლი
    ძალიან გამიხარდება, თუკი ინგლისს მოისვრიან და გაღიმებულებს დატოვებენ
    ცუდი ისაა, რომ ამპლუით არის მე-2 ფორვარდი, როგორც გრიზმანია, დაახლოებით ისე
    ვინგერებით თამაშისას რთულია ოპტიმალური ადგილი მოიფიქრო, თუ სქემას შეცვლი, მაშინ არჩევაბნი გაკეთება გიწევს ამას და გრიზმანს შორის
    მაინც გრიზმანი უფრო ძლიერია, რაც არ უნდა სიმპათიები მქონდეს დანიელის მიმართ

  • ♠️Spooky♠️
    schedule 03 ივლ 2021, 23:51
    #5

    15 milionad mainc und agayidon es kaci, an mag tanxashi chautvalon barterisas, minimum 15

  • C.PC5
    schedule 03 ივლ 2021, 23:03
    #4

    დამსახურებულად!!! ყოჩაღ ბიჭებს✊✊ ერიკსენი გამოაკლდათ მაგრამ მაინც რამდენზე გაქაჩეს❤️ აღმოჩენაა ეს ნაკრები ამ ჩემპიონატის. ძაან რთულია მაგრამ იმ ოთხეულიდან საპრიზო ადგილს თუ დაიკავებენ ძაან გამიხარდება, თუნდაც მესამე რომ აიღონ ძაან კაი იქნება❤️ ბრაიტა მაგარი ხარ💪❤️❤️

  • me da barca
    schedule 03 ივლ 2021, 22:30
    #3

    ბრაითა ერთხელ შეცვალეს 85-ე წუთზე რუსებთან, დანარჩენი შეუცვლელად ითამაშა. ჩვენ არ ვაფასებთ, თორემ მხეცი გვყავს გუნდში, ნამდვილი ვიკინგი.😆

  • MARADONA1968
    schedule 03 ივლ 2021, 22:28
    #2

    რავი ბარსაში ეძინება, ამ ბენზემას

  • Albicelecte
    schedule 03 ივლ 2021, 22:03
    #1

    მივულოცოთ ბრაითას, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა