ალექსის სანჩესის სიმაღლე არის 168 სმ. ის მხოლოდ ერთი სანტიმეტრით ჩამორჩება მესის და პედროს. სხვა მხრივ ის იქნება 24 სანტიმეტრით დაბალი გუნდის ყველაზე მაღალ წევრ ჟერარდ პიკეზე.
ალექსისის, მესის და პედროს გარდა “ბარსას” ისტორიაში იყვნენ სხვა დაბალი ფეხბურთელებიც: მარადონა (166 სმ), რომარიო (169 სმ) და ალან სიმონსენი (165 სმ). ასევე აღსანიშნავად ღირს ლუდოვიკო ჟიული, რომლის სიმაღლეც იყო 164 სანტიმეტრი. აქტიურად ერთვებოდა შეტევაში, ნათლად დემონსტრირებდა. კლუბის ისტორიაში ასეთი სიმაღლის ფეხბურთელები ასრულებდნენ ბევ სამუშაოს.
კლუბის მაღალი მოთამაშეები ამ ბოლო დროს იყვნენ: ტიერი ანრი (188სმ) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (195 სმ). მათი წასვლის შემდეგ გუნდის საშუალო სიმაღლე გახდა 171 სანტიმეტრი, რაც ევროპაში ერთ–ერთი დაბალი მაჩვენებელია. ალექსის სანჩესის გადმოსვლით ეს მაჩვენებელი შემცირდება კიდევ ერთი სანტიმეტრით. უკანასკნელი მაჩვენებელი იქნება 7 სანტიმეტრით ნაკლები ვიდრე 2009–2010 სეზონში.
მიხედავად ფეხბურთელების სიდაბლისა, “ბარსა” გასულ სეზონში მოიგო პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა. ამასთან ერთად “გიგანტების” როლი შესანიშნავად შეასრულეს პიკემ და ბუსკეტსმა. ისინი პროდუქტიულად ერთვევბოდნენ შეტევებში. გვარდიოლა არ ცდილობს ახალი ველოსიპედის გამოგონებას. ის ფსონს ჩამოდის ფეხბურთელებზე, რომლებმაც ტესტირება გაიარეს. ესენი არიან “ბარსელონას” შეუჩერებელი “ბავშვები”.