workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ფრენკი დე იონგი ბარსელონას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ოფიციალურად: ფრენკი დე იონგი ბარსელონას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

24 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი, “ბარსელონას” 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გამარჯვებული “ბარსელონას” ხელმძღვანელობისა და სხვადასხვა კატალონიური მედიასაშულების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, რაფა იუსტე, ხელმძღვანელობდა.

2020/21 წლების სეზონში დე იონგი ძირითადი შემადგენლობის უცველელი წევრი გახლდათ, რამდენჯერმე იგი ცენტრალური მცველის პოზიციაზეც ვიხილეთ. რონალდ კუმანთან ერთად, მან თვალსაჩინო პროგესი განიცადა. ფრენკიმ მონაწილეობა 51 შეხვედრაში მიიღო და მხოლოდ 3 მატჩი გამოტოვა (ორჯერ იგი კუმანმა დაასვენა, ერთხელ კი დისკვალიფიცირებული იყო). დე იონგის შემდეგ, ყველაზე მეტი ხმა ლიონელ მესიმ და მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მიიღეს. 

ასევე, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა ქალთა გუნდის შემადგენლობაშიც. გამარჯვებული 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი, აიტანა ბონმატი, გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • rivaldo80
    schedule 01 ივლ 2021, 00:11
    #11

    რაც ეს არბებინაა კუმანმა დაცვაში მერე შეტევაშიი აბა ვინ უნდა იყოს საუკეთესოო…

    გომეში და პედრი ერთი დონეაო რას არ წაიკითხავ აქ ღმერთო ჩემოო

  • Albicelecte
    schedule 30 ივნ 2021, 16:25
    #10

    ციტატა: Milkshake
    ამას ჭირდება უმაღლესი დონის ნახევარმცველი გვერდში და არა პედრის ნაირი კონა 20 თეთრი ტალანტები, ტიპს ერთი კრეატიული გადაცემის გასაკეთებლად 5 მატჩი სჭირდება. ყველა ვარიანტში მოსაყვანია ვინმე ფლეიმეიქერი. ერთი ორი სიტყვით შევჩენკოსაც შევეხები და ვიტყვი, რომ იმ რესურსით რაც მას აქვს ძალიან სიმპატიურ და სწორ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და ვფიქრობ დიდი მომავალი აქვს სამწვრთვნელო კარიერაში.


    ფრენკი ძალიან კარგია, ვაფასებ და წარმატებას ვუსურვებ რა თქმა უნდა
    ბედნიერებაა, როდესაც ასეთი ფეხბურთელი გყავს გუნდში
    აი პედრიმ რა დააშავა მაგას ვერ ვხვდები
    60 მატჩი აქვს ამ სეზონზე ჩატარებული უკვე, ნიჭი და შრომისმოყვარეობა რომ არ ჰქონდეს, ლუის ენრიკეს ნაკრებში ვერ მოხვდებოდა და 18 წლის ასაკში ძირითადში თავს ვერ დაიმკვიდრებდა
    რიკის თუ მეტ სათამაშო დროს მისცემს, მაგ სამის ტრიო იქნება უძლიერესი, პლუს ბ-დან ამოწეული ნიკო და ჟანდრო

  • tomas
    schedule 30 ივნ 2021, 16:25
    #9

    მესისთვის ოქროს ბურთი გვინდა და თავის გუნდში არ ასახელებენ ნომერ პირველად. კატალონიაშიც და თავად გუნდშიც ბევრი მტერი ყავს. აბა სადაც მესია სხვა როგორ უნდა დაასახელო.

  • Visca el barca
    schedule 30 ივნ 2021, 16:19
    #8

    ციტატა: Milkshake
    ამას ჭირდება უმაღლესი დონის ნახევარმცველი გვერდში და არა პედრის ნაირი კონა 20 თეთრი ტალანტები, ტიპს ერთი კრეატიული გადაცემის გასაკეთებლად 5 მატჩი სჭირდება. ყველა ვარიანტში მოსაყვანია ვინმე ფლეიმეიქერი. ერთი ორი სიტყვით შევჩენკოსაც შევეხები და ვიტყვი, რომ იმ რესურსით რაც მას აქვს ძალიან სიმპატიურ და სწორ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და ვფიქრობ დიდი მომავალი აქვს სამწვრთვნელო კარიერაში.


    რა შეუკიკინე ამ პედრის

  • DE PE FA
    schedule 30 ივნ 2021, 16:04
    #7

    მნიშვნელოვან თამაშებში ცოტა არ ჩანხარ ხოლმე ჩემო ფრენკ ეგ გამოასწორე და სუპერ ბიჭი იქნები.

  • Albicelecte
    schedule 30 ივნ 2021, 14:42
    #6

    ეხლა შევიდა საუკეთესო ასაკში და იმედია 7-10 წელი იქნება საუკეთესო ფორმაში

  • La Pulga10
    schedule 30 ივნ 2021, 14:37
    #5

    მესის რაღათ უნდა დასახელება თუ ჩემი ძმები და დები ხართ.აი ფრენკის ნამდვილად ეკუთვნის ეს როცა არაა მოედანზე 0 ფანტაზია და მაგრად უჭირს ხოლმე გუნდს.

  • Clever liar
    schedule 30 ივნ 2021, 14:23
    #4

    დღეისათვის ერთადერთი ნიდერლანდელია ვან დეიკთან ერთად, ვიზეც თამამად ითქმის რომ ჰოლანდიური ფეხბურთის ფესვებისა და გენის დასაბუთებული წარმომადგენელია.. ყველა დანარჩენი ერთმანეთზე ბაჯაღლოა დეპაის თამადობით თავის სამწვრთნელო შტაბიანად.. დუმფრისი არ შემყავს არცერთ სიაში ამ ეტაპზე :))

  • M10 S9 D11
    schedule 30 ივნ 2021, 14:17
    #3

    მდაჰ

  • C.PC5
    schedule 30 ივნ 2021, 14:08
    #2

    დამსახურებულად🙌🙌💪 უმაგრესი სეზონი ჩაატარა და დაამტკიცა რომ ფრენკი ყველგან ფრენკია❤️❤️❤️ კუმანმა კიდე საბოლოოდ უნდა დააყენოს ერთ პოზიციაზე და დაცვას აღარ გააკაროს!!! საჯარიმოდან საჯარიმომდე ბატონობა შეუძლია ამ კაცს და ეს უნდა გამოიყენოს ზუსტად!!! ნაკრებშიც მშვენივრად გამოჩნდა როგორ ამოაქვს ბურთი და შეტევებში როგორ ერთვება, ბუსკეცმა დროა დაისვენოს და ძირითად ჩამშლელად ფრენკი ვიხილოთ, ერთად როცა მოუწევთ მაშინ ამან უნდა აიწიოს წინ.

  • BEQA BARCA
    schedule 30 ივნ 2021, 14:06
    #1

    მესის მერენდელი პონტია ალბათ. უნდათ ვინმე სხვაც რომ დაესახელებინათ.. თორე როცა მესია გუნდში..