ინტერვიუ მიმდინარეობს მისი ბინის კაბინეტში, ბუენოს–აირესში. შიგნით გრილა ისევე, როგორც ქუჩაში. “EL Flaco” ბოდიშს იხდის: “დღეს დილით გაფუჭდა გათბობის სისტემა. წავედი ახალი გამათბობელის საყიდლად იმიტომ ,რომ სულ ვიყინები”. მაგიდის შუშის ქვეშ მისი ბავშვობის სურათები იყო. ასევე მინაზე წიგნებიც ელაგა. ძველი სავარძლის მარჯვნივ, სადაც მენოტი ზის, დევს სუფთა საფერფლე. არცერთ საუბარს არ ჩაუვლია სიგარეტის გარეშე.

– როგორ გრძნობდით თავს, როდესაც მოწევას თავი დაანებეთ?
– ცუდად. მეუბნებოდნენ, რომ პირველი თვე გამიჭირდებოდა, ხოლო შემდეგ მივეჩვევოდი, მაგრამ… ყოველ თვე უფრო მეტი მოწევის სურვილი მიჩნდება. მედიკოსები დაჟინებით გაიძახიან, რომ ყველაფერი გააკეთეს ისე, რომ მათი ცხოვრება ყოფილიყო გაცილებით ხანგრძლივი, მაგრამ ნაკლებად სასიამოვნო. ისინი აფუჭებენ ჩვენს ცხოვრებას, აი რას აკეთებენ! ეხლა იმათ რაღაც მანქანა აქვთ, პიმ–პიმ და მორჩა, ოპერაცია გაკეთებულია. დამთავრდა ღრმა და ნელი მედიცინის ერა. ეხლა ოპერაციას ისე გაგიკეთებენ, რომ ერთი წვეთი სისხლიც არ წამოგივა.
– ოპერაციის შემდეგ როგორ გრძნობთ თავს?
– სერიოზული არაფერია, საავადმყოფიში მხოლოდ სამი დღე გავატარე. ცოტაოდენი პრობლემა იყო, რაღაცეები ვერ გავიგე და ვუთხარი ექიმს, რომ მათ გადაეწყვიტათ. მე ვერკვევი ფეხბურთში და არა ფილტვებში. მან მითხრა, რომ თუ აღარ მოვწევდი, სრულიად დავუბრუნდებოდი ნორმალურ ცხოვრებას. მაგრამ ნორმალური ვისთვის? სიგარეტი მასზე დამოკიდებულთათვის არის შესანიშნავი ამხანაგი და მეგობარი. ახლა მე ვფიქრობ, რომ ის მეგობარი წავიდა, მოკვდა და აღარ არსებობს. მე მენატრება თამბაქო, როდესაც მარტო ვარ ან როდესაც ვმუშაობ, ძალიან მენატრება. მე მოხარული ვარ, როდესაც ვსუნთქავ მის კვამლს. მე ხშირად ვეძებ მას რესტორნების კარებთან. გუშინ ერთ-ერთმა სენიორმა ამოიღო ჰავანური სიგარა. მან მითხრა: “ეხლავე გავიწევი”, რაზედაც მე ვუპასუხე: “არა, რაც შეიძლება ახლოს მოდით”.
– ფეხბურთიდანაც მიდიხართ?
– შენ იღებ კომპენსაციას სასტიკი ბრძოლიდან ფეხბურთის წინაღმდეგ, რომელმაც უღალატა შენი გრძნობის აქსესუარებს. როგორც “ურაკანმა” გადაარჩინა არგენტინის ფეხბურთი, ასევე ესპანეთმა დამიბრუნა მე ფეხბურთისადმი ვნება. მათი თამაშის ყურება ჩემთვის ნუგეში იყო. ფეხბურთი – ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მე მომწონს, როდესაც მატყუებენ. ფეხბურთი – ეს არის სამი რამ: დრო, სივრცე და ტყუილი. მაგრამ ახლა დრო აღარ არის, აღარავინ ეძებს სივრცეს და უკვე აღარავინ მატყუებს. მე მაქვს ისეთი გრძნობა, რომ ფეხბურთი გახდა სრულიად სხვა რამ. გარწმუნებთ, რომ მწვრთნელების 99.9%–ს სურს “ბარსელონაში”. ყველას სურს იყოს გვარდიოლა. უმეტესობამ არც კი იცის ,როგორ უნდა გახდეს ის.
–მაგრამ ის ამბობს, რომ ასეთი კარგი ფეხბურთელებით…
– სისულელეა, ამას იჯერებენ მხოლოდ სულელები, მე – არა. ის არ არის ის ადამიანი, რომელიც ჩერდება ხაზზე, არამედ სულა გაიძახის: ითამაშე, ითამაშე, ითამაშე და ისინიც ამას შესანიშნავად აკეთებენ. გვარდიოლას საქმე უბრო დიდია და ძნელი, ვიდრე ყველაფერი სხვა. ეს რეზულტატი არის ვარჯიშის, სუფთა და გასაგები აზრების და ცოდნის დამსახურება. გვარდიოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მოთამაშეები. ის ლაპარაკობს სრულიად საწინააღმდეგოს და ასეც უდნა იყოს. აბა რა უნდა ილაპარაკოს? “მე საუკეთესო ვარ? ძნელი დასაჯერებელია”. მაგრამ მოდით გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენდა პიკე გვარდიოლამდე, რას წარმოადგენდა პედრო, რას წარმოადგენდა ბუსკეტსი. ინიესტაც კი არ იყო ისეთი, როგორიც ეხლაა. ახლა ისინი ფენომენები არიან. რა თქმა უნდა, მას ცოტათი გაუმართლა, მაგრამ მაინც”.
–რატომ გაუმართლა?
– მან გააგრძელა რაიკაარდის წარმატებული გზა. როდესაც მწვრთნელი მიდის ტოვებს საშინელ დაბნეულობას და არეულობას გუნდში. რაიკაარდმა, თავის შემთხვევაში, გვარდიოლას რაღაც გაკეთებული დაუტოვა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ დიდებულ ხელმძღვანელს შეუძლია შექმნას დიდებული ორკესტრი დიდებული მუსიკოსებითა და დიდებული მუსიკით.
– მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ფეხბურთელებზეც…
– არ არის სიმართლე, რომ გვარდიოლა იქნებოდა გვარდიოლა იმ ფეხბურთელებით მადლიერი, რომლებიც ახლა ჰყავს. ეს სისულელეა. მას ჰყავდა ეტო’ო, ანრი, იბრა. ახლა მას ყავს ვილია. ყველაფერი რაც დაკავშირებულია გვარდიოლასთან– ცოტათი მშურს. მაგრამ მე არ ვეთანხმები ერთ რამეს…
– რას?
– კრუიფი არ იყო პირველი ვინც დაიწყო მსგავსი სტილით თამაში. პირველმა, ვინც მოსინჯა “ბარსას” გაწვრთნა გვარდიოლას სტილში, იყო სეზარ მენოტი. ეს იყო ძალიან რთული! ჩვენ ყოველთვის გვისტვენდნენ თამაშგარეში როცა ვიყავით! არ ვიცი იყო თუ არა ადრე ასეთი რამ, მაგრამ მე ვთამშობდი მარადონასთან “ათიანის” როლში, კარასკოსთან და მარკოსთან ფლანგზე, შუსტერმა ითამაშა ჩავის პოზიციაზე… როდესაც ჩვენ შევდიოდით გასახდელში, ხოლო ტაბლოზე ეწერა ნულები, თითოეული ფეხბურთელი თავის გულში იხედებოდა: “ჩვენ ასე არ უნდა ვითამაშოთ!”. საქმე იმაში იყო, რომ როდესაც შუსტერმა ჩაუწოდა ალეკსანკოს, დაფიქსირდა თამაშგარე. კიდევ ერთი რამ, 3:0 ჩვენს სასარგებლოდ… მიგელიმ, როდესაც წავედი გუნდიდან, მითხრა, რომ თუ ჩემი წასვლის შემდეგ გუნდში მივიდოდა ახირებული მწვრთნელი, ის აღარ ითამაშებდა. მან თქვა, რომ ყელში ჰქონდა ამოსული თავდამსხმელი ფოკუზები.
– რატომ წახვედით “ბარსადან?
– დედაჩემი გარდაიცვალა, არგენტინაში დემოკრატია დაბრუნდა. ვიგრძენი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი სახლში. მე ვისადილე ნუნესთან ერთად. შემდეგ მან გადმომცა ცარიელი ჩეკი და მითხრა, რომ ფეხბურთელებს სურდათ დავრჩენილიყავი. მე ვთქვი, რომ არაფერი არ მინდოდა. ეს მოხდა სამეფო თასის მოგების შემდეგ, რომელიც ისეთი ღირებული ჯილდო არ გახლდათ, როგორც დანარჩენები. ახლა ის მოიგო “რეალმა”, მიყალიბდება ისეთი გრძნობა, თითქოს მათ მოიგეს საერთაშორისო თასი. რას ვამბობდი?
– თქვენ საუბრობდით მწვრთნელის მნიშვნელობაზე…
– ეს ასეა. მინდა აღვნიშნო ერთი რამ – მწვრთნელის ფასი. ეს ისეთივეა, როგორც მასწავლებელი სკოლაში. როგორი გავლენა გააჩნიათ მასწავლებლებს? თუ ისინი იყვნენ კარგები, მაშინ მათი გავლენა მოსწავლეებზე თითქმის 100%-იანი იყო. თუ ცუდები იყვნენ მაშინ პირიქით. მე მათემატიკას ვერ ვიტანდი – სამი წლის განმავლობაში სამი ერთიმეორეზე მუნჯი მასწავლებელი მიფუჭებდა სიცოცხლეს. მაგრამ შემიყვარდა ქიმია, იმიტომ რომ მასწავლებელი პირველივე დღეს სიგარეტით მოვიდა, მთელი დაფა ფორმულებით გადაავსო და გვეუბნებოდა: “ეს ის არის, რისი სწავლაც თქვენთვის აუცილებელია მარტისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელია. უნდა გაიგოთ, რომ ქიმია ცხოვრებაში გამოგადგებათ. ის საჭიროა ინტერპრეტაციისთვის”.
– როგორ გესმით ფრაზა “ფეხბურთი ყველასათვის”, რომელიც ასე რეკლამირებს?
– ფეხბურთი მოპარეს ხალხს, ის მათ აღარ ეკუთვნის. ამიტომ, ახლა არგენტინის ნაკრებს გააჩნია მხოლოდ მაყურებლები. რომელ ადგილს იკავეებს ფეხბურთი ამ შემთხვევაში? ეს ბიზნესია, დიდი ბიზნესი და ეს საშინელებაა! ინტერნეტში ვნახე თუ რამდენი ისტორიული გუნდი გაქრა, ისინი დაიშალნენ! ჩვენ აქ გვყავდა ინვესტორების ჯგუფი, რომლებიც ყიდნენ მათ სამ მილიონ ევროდ. სპორტი, ამ ქვეყანაში, იმყოფება მაღალი ორგანიზაციის დონეზე, მაგრამ ეს კატასტროფაა. ახლა ისინი არიან სპორტისა და ტურიზმის მდივნები, ზოგიერთი შეიძლება მკერავი ან ყასაბიც კი გახდა!
– არგენტინასაც შეიძლება ჰყავდეს თავისი გვარდიოლა?
– არა! გვარდიოლა ერთადერთია, მაგრამ ეს თუ ასე იქნება, არ ამოასუნთქებენ. ისინი მას ადრევე გაანადგურებდნენ. აქ არიან მოურინიოები და მსგავსი ადამიანები, რომლებიც მარტო ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოიგონ. ასეთები იყვნენ და ყოველთვის იქნებიან. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი გაემგზავრა ესპანეთში, რათა მოურინიოს და პეპის ვარჯიშებს დასწრებოდა. მან მითხრა, რომ ისინი ავარჯიშებდნენ ფეხბურთელებს თითქმის თანაბრად. პრინციპში, ისინი ძალიან გვანან, მაგრამ მოედანზე ჩანს, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ. მოურინიოს ნაირი ბევრია, აი გვარდიოლა კი ერთადერთია. “ბარსამ” და ესპანეთის ნაკრებმა დიდი გარღვევა მოახდინეს ფეხბურთში, რისთვისაც მადლიერი ვარ. საბოლოოდ, ლუის არაგონესმა გადაწყვიტა გამხდარიყო ტორერო და არა ხარი.
– დელ ბოსკემ თქვა, რომ სურვილი აქვს ჰგავდეს ბუსკეტსს. თქვენ ვინ გინდათ იყოთ?
– ბუსკეთსი ძალიან ცნობილი პიროვნებაა, მაგრამ ის არის ერთ–ერთი იმ ტალანტებიდან, რომლებმაც მოგვცეს ესპანური ფეხბურთი. როდესაც ის დავინახე, მაშინვე დავურეკე მეგობარს და ვუთხარი, რომ მე დავინახე ფეხბურთელი, რომელიც შეცვლიდა ფეხბურთს.
საუკეთესო, რომელიც მინახავს ცხოვრებაში არის პელე, ამოტომაც ვისურვებდი, რომ ვიყო ის. ის გაგაოცებდა მაშინ, როდესაც ხელი ჩაქნეული გქონდა უკვე. არასდროს არ იცი, თუ რის გაკეთებას აპირებს ის შემდეგ მომენტში.
–და მესი?
– მე ვფიქრობ, რომ არსებობდა ოთხი მეფე, მაგრამ მეხუთე ჯერ არ გამოჩენილა. დი სტეფანო, პელე, კრუიფი და მარადონა. ახლა ჩვენ ველით მეხუთეს, რომელიც გახდება მესი ან არავინ. ის ამასთან ახლოსაა, მაგრამ მომდევნო 5 წელი ამ გვირგვინს მას არავინ მისცემს. ეს რომ მას მივცეთ, ის უნდა დავინახოთ “ბარსელონას” გარეთ. მიაღწევს თუ არა იმას, რაც მარადონამ მიაღწია “ნაპოლში”? მესი – ის არის ფუფუნება, სილამაზე, მაგრამ ჯერ უნდა დავიცადოთ. მას არ ყოფნის ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ გახდეს დიდებული. მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ის გახდება მეხუთე მეფე, მაგრამ ჯერ დრო არ არის. იცით რა არის ყველაზე მთავარი?
– რა?
– რას სწავლობს მესი. აქამდე, როდესაც ის ბურთს მიიღებდა, თავში აზრი მოდიოდა მხოლოდ გამარჯვებაზე. ახლა აღარ. მან ევოლუცია განიცადა. აქ ჩანს მაესტროს ხელი. ვინ იქნებოდნენ ეს ფეხბურთელები პეპის გარეშე? შეგიძლია წარმოიდგინო პიკე პეპის გარეშე?
– არ შეიმიძლია
– პიკე – ბეკენბაუერი, ის არის ფეხბურთელი უჩვეულო ტალანტით, მაგრამ მებადება ეჭვი, რომ რომელიმე სხვა მწვრთნელი იმას ვერ ურჩევდა მას, რასაც პეპი ურჩევს. ეს არ არის თავისუფლება. თავისუფლება მინდორზე არავის არ ეძლევა, ყველაფერი ცოდნაზეა დამოკიდებული. შენ, შენს სამუშაოში აძლევ თავისუფლებას სულელ ჟურნალისტს და ის გიფუჭებს მთლიან გაზეთს. ეს ერთი და იგივეა. შენ უნდა უთხრა ფეხბურთელებს, თუ რა უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ ეს თავისით გააკეთონ. პიკე არ აკეთებს იმას, რაც თვითონ უნდა. “ბარსელონაში” არ არის სრული თავისუფლება, მაგრამ არსებობს წესი, რომელიც ფეხბურთელებს აძლევს საშუალებას იყვნენ უფრო მეტად თავისუბლები და ბედნიერები.
– საუბარია 4–2–3–1 და 3–4–3–ზე?
– არა, 4–2–3–1 და 3–4–3 ტელეფონის ნომერს უფრო ჰგავს… ერთხელ დი სტეფანოს ჰკითხეს, როგორ შეიძლებოდა თამაში 2–3–5–ით. მან უპასუხა: “შენ როგორ ფიქრობ? ადრე ვიყავით ისეთი არაორგანიზებულები, რომ ვიცავდით ორი ხუთის წინააღმდეგ.
– რამდენიმე წლის წინ თქვენ შეხვდით პეპს. რა უთხარით მას?
– ერთი რამ, რაც მას სხვას ხდის. ის მოვიდა აქ ნათელი იდეებით. ის არ მოვიდა ისე, როგორც სხვები. ის მოვიდა იდეებით და მათთანვე ერთად წავიდა. ჩემთვის მოსაწყენია საუბარი ახალგაზრდა მწვრთნელებთან, რომლებიც მოდიან სიმართლის მოსაძებნად. პეპი არ მოსულა იმ აზრით, რომ ჩვენ ვეტყოდით მას რა უნდა გაეკეთებინა. მან ეს უკვე იცოდა.
– მე ვიტყოდი, რომ მან პირველივე დღიდან აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე…
– დიახ, მას აქვს ერთი უპირატესობა – მისი წარსული. ამის შეცვლა არ შეიძლება. თავის მეხსიერებაში ის აგროვებს ისეთ აზრებს, რომლებიც წარსულში ეხმარებოდნენ მას. ვისაც არ აქვს წარსული, მისი მომავალიც იქნება ცარიელი. “რეალს” შეუძლია იყიდოს ახალი ფეხბურთლელები, საბოლოოდ მათ ექნებათ ყველაფერი და ისინი მოიგებენ, მაგრამ 5:0 “კამპ ნოუზე” – ეს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
– თქვენ ამბობდით, რომ ნოემბრის კლასიკოს შემდეგ მას შეეშინდა…
– ჩვენთან ამას ეძახიან შარვალში ჩასვრას. მას შეეშინდა. წინა კლასიკოში იგუაინი, ადებაიორი, ბენზემა, და კაკა იჯდნენ სკამზე. ეს ყველაზე დიდი შიშია, რაც მე მინახავს გრანდებთან. “რეალისთვის” ეს უბრალოდ განუხილველია”.
– რა ხდება არგენტინის ნაკრებში?
– როდესაც მე ვთქვი, რომ არგენტინული ფეხბურთი დაზიანდა დეკულტურაციის გამო, მე არ ვგულისხმობ იმას, რასაც ადრე კითხულობდა ბორხესი. ფეხბურთის კულტურა იყო ისეთი, რომ, თუ ის შენ ცუდად გადმოგეცემოდა, მოგვიანებით მას ფეხბურთელები იღებდნენ. მახსოვს ერთხელ გავჭუჭყიანდი და შევჩერდი, ყველამ თავი წამოყო და წამოიწია. მე მივხვდი ჩემს არასწორ საქციელს. იცი რა მოსდის არგენტინას?”
– გისმენთ
– ფეხბურთი ცხოვრებასავითაა. შენ არ დგები დილით ექვს საათზე და არ ეძებ ქალს მთელი ცხოვრება. შენ მას ხვდები ან არ ხვდები. როდესაც ისინი მიაღწევენ ბურთამდე, მათ სურთ დაივიწყონ. ეს არის საშინელება, ეს არის შიში. რათ გვინდა გვქონდეს ფეხბურთელების კარგი კავშირები თუ არსებობს ისეთი ვინმე, ვისაც შეუძლია გააკეთოს კარგი პასი? “ბარსელონაში” არიან ასეთი ფეხბურთელები. უფრო მეტი პასი, ვიდრე გოლი. სახელდობრ ბურთის გადაადგილებას ცდილობს “ბარსა”. ეს არც ისე რთულია. ვიცი, რომ ბაპტისტას კარგი განზრახვა აქვს, მაგრამ…
– მას სჭირდება ის, რომ თამაშობდეს “ბარსელონასავით”…
– სულელებო. როგორ ფიქრობენ, რომ ეს ადვილია? არა, ეს შეუძლებელია.



