workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარსელის პრეზიდენტი დე ლა ფუენტეს ტრანსფერზე: ყველაფერი გამოგვივიდა

მარსელის პრეზიდენტი დე ლა ფუენტეს ტრანსფერზე: ყველაფერი გამოგვივიდა

“ბარსელონას” 19 წლის ფეხბურთელი კონრად დე ლა ფუენტე პარასკევს, “მარსელში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 

ფრანგული კლუბი კონრადის სანაცვლოდ 3.5 მილიონ ევროს გადაიხდის, მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში კი მომდევნო სატრანსფერო თანხის 50% “ბარსელონას” ერგება.

ამერიკელი ფეხბურთელის შეძენით გახარებულმა “მარსელის” პრეზიდენტმა, პაბლო ლონგორიამ ტრანსფერთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა:

“ყველაფერი გამოგვივიდა, რაც ფეხბურთელთან კარგი პირადი ურთიერთობის, “ბარსელონასთან” დადებითი მოლაპარაკებების წარმოებისა და “მარსელის” მიმზიდველი პოტენციალის დამსახურება იყო.”

– ლონგორიამას სიტყვებს Sport ციტირებს.

დე ლა ფუენტე “ლა მასიის” აღზრდილია. ის აკადემიაში 2014 წელს მოვიდა, თუმცა ძირითად გუნდთან ერთად მხოლოდ 2 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 25 ივნ 2021, 19:28
    #4

    3,5 მილიონი ტრანსფერში? მეგონა იჯარის გადასახადი იყო.

  • სპარტაკი
    schedule 25 ივნ 2021, 18:16
    #3

    ბევრი ვინატრებთ .. მაგრამ არის ისეთი ახალგაზრდები ვინებიც უნდა დაწინაურდნენ და იმედია მიეცემათ შანსი..

  • Wtf man1
    schedule 24 ივნ 2021, 23:42
    #2

    გამოსყიდვის უფლება უნდა დაეტოვათ. ან საერთოდაც იჯარით გაეშვათ 2 წლიანი

  • Barca_MNS
    schedule 24 ივნ 2021, 23:34
    #1

    ეჰ ამის გაშვება ვერ იყო კაი ამაბვი <3