workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ნაპოლი” – მეშვიდე იტალიური გუნდი

“ნაპოლი” – მეშვიდე იტალიური გუნდი

 

ალბათ უკვე ყველა თქვენგანმა იცის, რომ კატალონიის “ბარსელონა” “გამპერის თასზე” იტალიურ “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ამ გათამაშებაში “ნაპოლი” კატალონიური კლუბისთვის მეშვიდე იტალიური გუნდი იქნება…

 

“გამპერის თასის” 46–ე გათამაშებაში “ბარსელონას” იტალიური “ნაპოლი” დაუპირისპირდება. შეხვედრა “ნოუ კამპზე” 22 აგვისტოს გაიმართება. აქამდე “ბარსას” ამ გათამაშებაში იტალიიდან “მილანი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “სამპდორია”, “პარმა” და “ბრეშა” უპირისპირდებოდა.

 

“მილანი” პირველი იტალიური გუნდი გახლდათ, რომელმაც “გამპერის თასზე” მიიღო მონაწილეობა. “მილანი” კატალონიას 1986 წელს ესტუმრა. ამის შემდეგ, იტალიურმა კლუბმა ამ გათამაშებაში მონაწილეობა კიდევ ორჯერ მიიღო – ერთხელ 2004 წელს, ხოლო მეორედ გასულ სეზონში. შარშან “ნოუ კამპზე” შეკრებილმა პუბლიკამ ბარსელონაში რონალდინიო  იხილა.

 

“ინტერმა” და “სამპდორიამ” “გამპერის თასზე” 1996 და 1997 წლებში ითამაშეს. მილანელები “ბარსასთან” ფინალში, 2:1 დამარცხდნენ, ხოლო “სამპდორიამ” ვან გაალის “ბარსასთან” პენალტების სერიის წყალობით წააგო. მილანური გუნდი კატალონიას 2007 წელსაც სტუმრობდა.

 

ლეო მესიმ თავისი პირველი შთაბეჭდილება მაყურებელზე 2005 წლის 24 აგვისტოს მოახდინა. მაშინ “ბარსელონას” ფაბიო კაპელოს “იუვენტუსი” უპირისპირდებოდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

 

1994 წელს, “ბარსამ” ამ გათამაშებაში “ბრეშია” მიიღო, რომელიც სტოიჩკოვის, ჩიკი ბეგირისტაინის, გიკა ჰაგისა და ხორდი კრუიფის გოლების წყალობით ანგარიშით, 4:0 იქნა დამარცხებული. 2001 წელს კი “ბარსამ” კიდევ ერთ იტალიურ გუნდს უმასპინძლა. ამჯერად “ბარსას” ფეხბურთელთა მსვერპლად “პარმა” იქცა. სავიოლას, კრისტანვალისა და ალფონსოს გოლების წყალობით კატალონიელებმა შეხვედრა ანგარიშით, 3:2 დაასრულეს.

 

სიუჟეტი “ბარსელონას” ტელევიზიის ეთერში

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=6D88YA-l3Jo]


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward