workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “ჩვენი გამოწვევა 6 ტიტულია”

პიკე: “ჩვენი გამოწვევა 6 ტიტულია”

 

“ბარსელონას” კატალონიელმა ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ პენიას ერთი წლის თავი აღნიშნა, რომელიც “Sant Gium de Freixenet”-ში მის სახელს ატარებს…

 

ხერარდმა ვიზიტისას ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. “შენ უნდა მოემზადო კარგი პრე–სეზონის ჩასატარებლად და ესპანეთის სუპერ–თასსა და ევროპის სუპერ–თასს მომზადებული უნდა შეხვდე, რადგანაც სეზონის კარგი სტარტი აიღო. ჩვენ ახლა ექვსი თასის მოპოვების შანსი კვლავ გვაქვს. მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატი იმართება. თუ ჩვენ მოვახერხეთ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგეთ, ეს კლუბისთვის დიდებული იქნება”, აცხადებს პიკე.

 

პიკე შეტყობინება “ბარსას” არგენტინელ ფეხბურთელებსაც გუაგზავნა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. “ეს მათთვის ძლიერი დარტყმა გახლავთ, თუმცა მათ თავიანთი თავები ხელში უნდა აიყვანონ”, განაცხადა ხერარდმა.

 

ახალგაზრდა მცველი ცესკის თემასაც შეეხო. მან განაცხადა, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. “მე ძალიან კარგად ვიცი რა სიტუაციაც ახლაა. ყველაფერი თავის კურსშია – ზაფხული გრძელია”, – თქვა მან და დაამატა, რომ ცესკზე საუბარი არავის არაფერში დაეხმარება.

 

სურათები

 

Foto: Àlex Caparrós - FCB

 

Foto: Àlex Caparrós - FCB

 

Foto: Àlex Caparrós - FCB

 

Foto: Àlex Caparrós - FCB

 

Foto: Àlex Caparrós - FCB

 

Foto: Àlex Caparrós - FCB

 


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward