workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინ ბრეითუეიტს ინგლისიდან რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა | Diario Sport

მარტინ ბრეითუეიტს ინგლისიდან რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა | Diario Sport

Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელით, მარტინ ბრეითუეიტით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით, დანიელი ფეხბურთელის შეძენის სურვილს “ვესტ ჰემი”, “ბრაიტონი”, “ბარნლი” და “ნორვიჩი” გამოთქვამენ.

30 წლის შემტევმა უკვე იცის, რომ მიმდინარე ზაფხულში “ბლაუგრანას” დატოვება და ახალი გუნდის ძიება მოუწევს, ამ პროცესს კი მისი ევრო 2020-ზე კარგი თამაში აადვილებს.

“ლურჯ-ბროწეულისფერებს” სურთ, “ლეგანესის” ყოფილ მოთამაშეში გადახდილი თანხა, 18 მილიონი ევრო, ნაწილობრივ მაინც დაიბრუნონ.

ბრეითუეიტმა გასულ სეზონში, “ბარსას” მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით, 42 მატჩში 7 გოლი და 4 ასისტი მიითვალა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 24 ივნ 2021, 10:21
    #7

    სხვა გზა არ არის, ეს დემბელესავით არ გაჯიუტდება წესიერი ადამიანია, გზა დავულოცოთ.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 23 ივნ 2021, 21:44
    #6

    GiorgiGabe99,
    ვინ ამჯობინა?

  • M10 S9 D11
    schedule 23 ივნ 2021, 17:29
    #5

    15 მილიონი დადონ და წაიყვანონ

  • El pistolero 9
    schedule 23 ივნ 2021, 17:15
    #4

    15ად გაატანონ და 5 ბონუსებად. კარგი ფეხბურთელია უბრალოდ არაა ამის ადგილი ბარსაში. ნებისმიერი საშუალო სიძლიერის გუნდის ძირითადს გაქაჩავს

  • Iniesta_8
    schedule 23 ივნ 2021, 17:10
    #3

    აზრი არ აქვს ამის გაჩერებას, აუცილებლად უნდა გაუშვან. დროა გაყიდვებზეც გადაერთონ და რობერტო უმტიტი დემბელე გაასაღონ როგორმე.

  • Moriba
    schedule 23 ივნ 2021, 16:33
    #2

    აუუ რო შემოვედი საიტზე უცებ მესი მეგონა თავ გადაპარსული 🤣🤣🤣

  • GiorgiGabe99
    schedule 23 ივნ 2021, 16:29
    #1

    პროსტა ამას რო ჰალანდს ამჯობენებ რადონის დებილი უნდა იყოს კაცი 😀