workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო ძირითადისთვის იბრძოლებს

ადრიანო ძირითადისთვის იბრძოლებს

 

კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრმა, ადრიანო კორეიამ დანი ალვესს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მომავალ სეზონში იგი “ბარსას” ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად კვლავ იბრძოლებს…

 

“დანი მშვიდადაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც თავის ფეხბურთს ყოველ მატჩში აჩვენებს. მას ფორტუნამ უმტყუვნა, რის გამოც მისტერმა მის ნაცვლად მაიკონი დააყენა, რომელმაც ეკვადორის წინააღმდეგ (4:2) კარგად ითამაშა”, – განაცხადა ადრიანომ ჟურნალისტებთან საუბარში, – “მე ჩემი მხრივ, არ ვარ ბედნიერი, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მიწევს. მე არ ვფიქრობ, რომ მანო რაიმე ცვლილებას განახორციელებს, მაგრამ მე ვიგრძოლებ, რათა მის გეგმებში ჩავჯდე.”

 

ადრიანო უკვე “ბარსელონას” 2010/11 წლების პირველ მატჩებეც ფიქრობს. “მე “სუპერ თასზე”, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ სათამაშოდ ჩემს შვებულებას “მსხვერპლად შევწირავ”, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მათ “სამეფო თასი” მოიპოვეს”, განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

 

ადრიანო ასევე აცხადებს, რომ იგი ამ წელს უფრო მეტი სათამაშო დროისთვის ბრძოლას აპირებს. “მაქსველისა და აბიდალის მიმართ, დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, მე ყოველთვის ვიბრძვი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად და ვფირქობ, რომ ამ წელს უფრო მეტის თამაში შემიძლია. როდესაც მე ამ კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე, ვიცოდი რომ მოთმენა დამჭირდებოდა”, დაასრულა მან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward