ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” სკაუტები მუდმივად ტალანტების ძიებაში არიან. გასულ წელს “ბარსას” სკაუტების 21 კაციანმა არმიამ 351,237 კილომეტრი დაფარეს, რათა საკუთარი თვალით ენახათ სხვადასხვა ეროვნებისა, რასისა თუ წარმომავლობის, 7–დან 23 წლამდე ასაკის 4,763 მოთამაშე. საერთო ჯამში კატალონიური გრანდის სკაუტებმა 5,254 სხვადასხვა მატჩს მიადევნეს თვალი. თითქმის 5,000 კაციდან მხოლოდ 221 გამოდგა ისეთი, ვინც შესაძლოა “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდების მთავარ მწვრთნელთა ყურადღება მიიპყროს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე სწორედ “ბარსას” სკაუტებმა აღმოაჩინეს პატარა არგენტინელი ბიჭი, რომელიც შემდგომში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იქცა და ზედიზედ ორჯერ აღმართა “ოქროს ბურთი”. რა თქმა უნდა, საუბარია ლიონელ ანდრეს მესიზე.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში