ამ წუთებში “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ 2019/20 სეზონის ფინანსური წლის დახურვაზე იმსჯელეს. ამის სასარგებლოდ ხმა კლუბის 616-მა წევრმა მისცა, საწინააღმდეგოდ – 67-მა, 68 წევრმა კი არჩევანისგან თავი შეიკავა. ეს ის სეზონია, რომელიც “ბარსელონამ” ზარალით დაასრულა, რაშიც ბევრი ჟოზეპ მარია ბართომეუს მმართველობას ადანაშაულებს.
საიტის მთავარ სიახლედ სწორედ ასამბლეაზე მიმდინარე ინფორმაციაა განთავსებული, რომელსაც შეგიძლიათ განახლებად რეჟიმში თვალი მიადევნოთ.
ასამბლეაზე სიტყვით ჯერჯერობით მხოლოდ ჟოან ლაპორტა და ჟორდი მოიში გამოვიდნენ. მოიშის მიკროფონთან გამოჩენას დამსწრე პუბლიკის ობსტრუქცია და სტვენა მოჰყვა.




აქა მშვიდობა, იმედია დაალაგებს ლაპორტა იმ ფაშისტის არეულ საქმეს.