workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიდევ ერთი სენსაცია | საფრანგეთმა უნგრეთი ვერ დაამარცხა

კიდევ ერთი სენსაცია | საფრანგეთმა უნგრეთი ვერ დაამარცხა

დასრულდა დღევანდელი დღის პირველი შეხვედრა ბუდაპეშტში. “პუშკაშ არენაზე” უნგრეთმა საფრანგეთთან ქულის მოპოვება შეძლო.

მასპინძლები პირველი ტაიმის მიწურულს ატილა ფიოლას გოლით დაწინაურდნენ, წონასწორობა კი 66-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა აღადგინა. 

ეს ანტუანისთვის ევროპის ჩემპიონატებზე გატანილი მე-7 გოლია, რითაც ის ევროს გოლეადორებს შორის ისტორიაში მე-3 პოზიციაზე გადავიდა. მის წინ მხოლოდ მიშელ პლატინი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. ანტუანმა გოლის გატანა მეტოქის საჯარიმოში ბურთთან პირველივე შეხებით შეძლო. მან შეხვედრაში მონაწილეობა სრულად მიიღო. გრიზმანის გარდა დიდიე დეშამმა თავის გამოჩენის შანსი უსმან დემბელესაც მისცა, თუმცა უსმანი ტრავმამ შეაწუხა და მოედნის ნაადრევად დატოვებაც მოუწია.

ბოლო ტურში ფრანგები პორტუგალიას შეხვდებიან, უნგრეთი კი გერმანიას უმასპინძლებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 20 ივნ 2021, 10:56
    #7

    სიტყვები რეკლამიდან ვასკა და ლუდი(ზუსტად არც ლუდის სახელი მახსოვს): ამას ხომ მეც გავიტანდი(მესის გოლზე რო თქვა)

  • Albicelecte
    schedule 19 ივნ 2021, 19:42
    #6

    ერთი ის იყო საგულისხმო, რომ თამაში ბარსას 7-იანმა გადარჩინა
    მადრიდისტებმა კიდევ ჩაიმადრიდეს, ვარანის კისერზე გაშვებული და ბენზემას კიდევ რამდენიმე ვერგატანილი barca-6

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივნ 2021, 19:08
    #5

    გამისწორდა ეს ფრე მესამე ტურში გლანდებში ჩაახტებიან პორტუგალიას ნეტა გერმანიაც ჩაახტეს დღეს ამ ფრის მერე შანსი მიეცათ

  • rivaldo80
    schedule 19 ივნ 2021, 19:01
    #4

    ჰაჰაჰა დემბელე გაყიდონ სანამ ბუცების ფასი გახდაა სასაცილოც აღარაა .არაფერი უძლეველი გუნდი არა ფრანცია

  • ჯორჯ
    schedule 19 ივნ 2021, 19:01
    #3

    გააზრებული კომბინაცია ვერ ააწყეს,ბენზემა რისთვის წაიყვანა ხო თქვა არასდროს გამოვიძახებო?
    ორი ბურთი გაიტანეს ორივე გავარდნით,რომელი ფავორიტები არიან ესენი?

  • B.A.r.c.A
    schedule 19 ივნ 2021, 19:00
    #2

    ესიცის დაუფასებლობამ და ცანცარმა… დემბელე ხო რავიცი რაუნდათქვა მაგ ადამიანზე ისეთი რაც ჯერ არ უთქვიათ 🤣

  • C.PC5
    schedule 19 ივნ 2021, 18:59
    #1

    დემბელე კიდე აილეწა. ეგ შავი შლანგი ევროდან ბარსაში აღარ დააბრუნონ🤬 ტიპი მარტო შტერი კიარა ხრუსტალიცაა. გრიზმანზე კიდე გამართლდა დღეს რაც დავწერე, ისე რომ თამაშობდეს ბარსაში რასაც ნაკრებში შვება ნებისმიერს გადაკუზავდნენ.