workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: “ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება მოითხოვეს

Sport: “ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება მოითხოვეს

“ბარსელონას” ქალთა გუნდის წევრებმა მთავარი მწვრთნელის, ლუის კორტესის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს. 

მოთხოვნა გუნდის კაპიტნებმა ყველა მოთამაშის სახელით კლუბის სპორტული მენეჯმენტის დეპარტამენტს გადასცეს, რომელსაც მარკელ სუბისარეტა ხელმძღვანელობს. თავის მხრივ, ამ დეპარტამენტმა საქმის განსახილველად “ბარსას” დირექტორთა საბჭოს მიმართა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელების ამ მოთხოვნას კლუბში გაკვირვება და განხილვა მოჰყვა, რადგან სპორტული კუთხით კორტესისა და მისი შტაბის მუშაობა ბოლო დროს ძალიან წარმატებული იყო. როგორც ჩანს, პრობლემა გუნდისა და მწვრთნელების პირადი უთანხმოებაა. 

2020/21 წლების სეზონი “ბარსა ფემენიმ” სრული დომინირებით დაასრულა. კატალონიელებმა ყველა ტურნირი დამაჯერებლად მოიგეს და ისტორიაში პირველი ტრებლი შეასრულეს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2021, 14:00
    #8

    გასაგებია, ძალიან ახალგაზრდაა და ალბათ დონჟუანობს თავის ჰარემში.

    ციტატა: GiorgiGabe99
    რა ქნა ასეთი კაცო :დდდ


    რას იზავდა? ქალების ჰარამხანა ებარა და ალბათ წასძლია სულმა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 18 ივნ 2021, 21:43
    #7

    ორს ერთად კერავდა და გაუგეს?😂😂😂

  • NEYBarca
    schedule 18 ივნ 2021, 20:52
    #6

    მაგარ ფეხბურთს ათამაშებდა ეს გოგოებს და გამისწორდება თუ კუმანს შეცვლის

  • MARI=BARCA-fan
    schedule 18 ივნ 2021, 20:49
    #5

    ციტატა: C.PC5
    იმედია ჭორია, თორე ასეთი გუნდი რომ ასეთ ფორმას აკრიბავს და ყველას გადაუვლის, იმ გუნდის დაშლა შეუფასებელ ცოდვად მიმაჩნია.


    laughing ჰა-ჰაა, მაგას უკვე შეფასებულმა ცოდვებმა უწია..

  • GiorgiGabe99
    schedule 18 ივნ 2021, 20:07
    #4

    რა ქნა ასეთი კაცო :დდდ

  • C.PC5
    schedule 18 ივნ 2021, 19:57
    #3

    იმედია ჭორია, თორე ასეთი გუნდი რომ ასეთ ფორმას აკრიბავს და ყველას გადაუვლის, იმ გუნდის დაშლა შეუფასებელ ცოდვად მიმაჩნია.

  • me da barca
    schedule 18 ივნ 2021, 19:56
    #2

    სპორტული თვალსაზრისით თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ ეს დასაკოდია. მეტი სხვა მიზეზი რა უნდა იყოს.

  • M10 S9 D11
    schedule 18 ივნ 2021, 19:50
    #1

    კაი რა იყო ამდენ გოგოში აუჩუჩუნდა კაცს ატეხეს ამბავი 😂😂😂