“ბარსელონამ” ერთი შეხედვით ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო – კატალონიელთა ერთ-ერთი გოგონათა გუნდი მონაწილეობას ვაჟთა ჩემპიონატში მიიღებს.
ესპანეთში, ასაკობრივ დონეზე, სხვადასხვა სქესის გუნდების ერთ ჩემპიონატში თამაში დაშვებულია. ამ პრაქტიკას უკვე იყენებენ “ესპანიოლისა” და “ვალენსიას” გოგონათა გუნდები. ახლა კი, მათ “ბარსელონას” გოგონათა 12-წლამდელთა გუნდი შეუერთდა.
“ბარსას” გოგონათა ფეხბურთის მიმართულების კოორდინატორი, მარკელ სუბისარეტა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში, გოგონათა შორის, ცოტა გუნდი და შესაბამისად დაბალი კონკურენციაა. ფაქტი სახეზეა – გასულ უქმეებზე, “ბარსელონას” 12-წლამდელმა გოგონებმა, ჩემპიონატის პირველ ტურში, “კორბერა” 13:0 გაანადგურეს.
12 წლამდელთა თუა რა პრობლემაა 🙂 მაგ ასაკში დიდი განსხვავება არაა გოგონებსა და ბიჭებს შორის ფიზიკური მონაცემებით, ასე რომ დარწმუნებული ვარ ტოლს არ დაუდებენ ბიჭებს
წარმატებები გოგონებს
მშვენიერი.. ძალიან მიგდებულია ქალთა ფეხბურთი, არაფრად აგდებს არავინ. ამ დროს, ვისაც ნანახი გაქვთ თამაშები არანაკლებ ტექნიკურები არიან ვიდრე კაცები, საკმაოდ კარგი და ლამაზი სანახავია