workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: შესაძლოა, ვიქტორ ვალდესი ბარსა B-ში დაბრუნდეს

Sport: შესაძლოა, ვიქტორ ვალდესი ბარსა B-ში დაბრუნდეს

Sport-ის ცნობით, “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი, ვიქტორ ვალდესი, შესაძლოა, მალე, “ბარსა B-ს” სამწვრთნელო შტაბში ვიხილოთ.

გამოცემა წერს, რომ ხვალ, სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად სერჟი ბარჟუანის დანიშვნა დადასტურდება. ვალდესი, შესაძლოა, ბარჟუანის თანაშემწე ან მეკარეთა მწვრთნელი გახდეს, თუმცა მისი დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, “ბარსა B-ს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გარსია პიმიენტა გაათავისუფლეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • azulgerana
    schedule 17 ივნ 2021, 13:58
    #2

    ეს არ ტვირთავს ფეხბურთელებს ფიზიკურად და მაგის გამო გააგდო ბართომეუმ ესე დასახელდა მიზეზი.

  • nika 54
    schedule 17 ივნ 2021, 12:37
    #1

    მეკარეებს ეს თავგანწირვას თუ ასწავლის კარგი იქნება.