workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
RAC1: მემფის დეპაის ტრანსფერს ფრანკ დე ბური აყოვნებს

RAC1: მემფის დეპაის ტრანსფერს ფრანკ დე ბური აყოვნებს

ნიდერლანდების ნაკრების 27 წლის შემტევის, მემფის დეპაის, “ბარსელონაში” ტრანსფერის გაოფიცილურებას ფრანკ დე ბური აყოვნებს, იტყობინება RAC1.

გამოცემა წერს, რომ “ნარინჯისფერთა” მთავარ მწვრთნელს სურს, რომ მისი ფეხბურთელები მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ კონცენტრირებულნი. ამიტომაც, ფეხბურთელს ტრანსფერი გასაჯაროვების გადადება თხოვა.

რა თქმა უნდა, მთავარი არის ის, რომ მემფისსა და “ბარსელონას” შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და მისი გადმოსვლა მხოლოდ დროის ამბავია.

იმ შემთხვევაში თუ ხვალ, ნიდერლანდების ნაკრები ავსტრიას დაამარცხებს და ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს, შესაძლოა, დეპაის ტრანსფერი პარასკევს დადასტურდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 16 ივნ 2021, 19:35
    #11

    საიდან ეს ინფორმაცია, რა დე ბურს დეპაი არ მოსწონს თუ ბარსელონა. ვეინალდუმზე რაღაც არ ქონია გართულება 24 საათში მოამთავრეს ყველაფერი.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 16 ივნ 2021, 16:05
    #10

    ამისი მოსვლა გრიზმანსაც აათამაშებს ჩემი აზრით.

    4-3-1-2 რომ ვცადოთ და გრიზმანი თავის საყვარელ ათიანზე დავაყენოთ კარგი იქნება.

    ტერ შტეგენი – არაუხო, გარსია, დესტი, ალბა – დე იონგი, პედრი – გრიზმანი – მესი, დეპაი.

  • M10 S9 D11
    schedule 16 ივნ 2021, 15:19
    #9

    და მაგას არ ჯობია გასაჯაროვდეს და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენონ ამდენი ჭორისგან? მასე უფრო არ კონცერტრირდება?

    ციტატა: KoolK
    აი ძაან სასაცილოა ეს ყველაფერი რაა.. ბარსელონას… ბბაააარსას რო დეპაი მოყავს… შეტევაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად… კაცი, რომელიც მანჩესტერიდან გააგდეს და ლიონშია ამდენი წელი…
    ტიპი, რომელიც არცერთ გულშემატკივარს არ უხსენებია ამდენი წელი და კუმანმა რო თქვა შარშან, ატყდა ამ საიტზე ამბავი, არიქა დრპაი გვინდაო… ნუ აი… რა ვთქვა, არც ვიცი… გასაგებია ფინანსური კრიზისი და ყველაფერი… მარა… მესი – ცალფეხა აგუერო – ფაფხურა დეპაი… უძლიერესი შეტევაა 😀 ლიგა ჩვენია… უჰუუუ ://///


    ბარსას ფინანსური კრიზისის შესახებ რამე გსმენია? მადლობა თქვი დეპაი და აგუეროც რო მოიყვანეს და ისევ დმებელე ბრაიტვაიტის იმედზე არ დარჩა გუნდი რა გეგონა რო პირველივე წელს ჰალანდს და მბაპეს მოიყვანდა ლაპორტა? რაღაცას რო ამბობთ ცოტა დაფიქრდით დეპაის კლასში ეჭვი როგორ უნდა შეგეპაროს ან აგუეროს

  • El pistolero 9
    schedule 16 ივნ 2021, 15:10
    #8

    მემფისი უფასოდ დიდი ფუფუნებაა და იმედია ბარსაშიც დონეს აჩვენებს

  • MARI=BARCA-fan
    schedule 16 ივნ 2021, 14:30
    #7

    დეპაი კი არა და ბარსას ფორმას უკვე ყველგან დასცინიან ..
    =====================================================
    persevere persevere persevere
    «Вейналдум отказал «Барселоне» из-за этих шорт», – написал болельщик с никнеймом Mudit.

  • Iniesta_8
    schedule 16 ივნ 2021, 14:27
    #6

    გასაგებია რომ დეპაი უმაღლესი დონე არაა, მარა როცა გუნდში დემბელე და ბრეითვეითი გყავს, დეპაის დაწუნება არაა სწორი. არ გაამართლებს და გაუშვებენ ამასაც. ცდად ღირს, უფასოდ მოყავთ. ფული რომ იყოს ჰოლანდს იყიდიდნენ, მარა არაა ეგ დედანაქაჩი და რა ქნან.

  • La Pulga10
    schedule 16 ივნ 2021, 14:24
    #5

    KoolK,
    გრიზმანი გამოგრჩა და ფატი.

  • Albicelecte
    schedule 16 ივნ 2021, 13:53
    #4

    ავსტრიას მოუგებენ უპრობლემოდ
    მერე ვნახოთ, ვარსკვლავებს არ მოწყვეტს, თუმცა არასერიოზულ დემბელეს მაინც სჯობს, თანაც გრძელი სკამი აუცილებელია

  • KoolK
    schedule 16 ივნ 2021, 13:24
    #3

    აი ძაან სასაცილოა ეს ყველაფერი რაა.. ბარსელონას… ბბაააარსას რო დეპაი მოყავს… შეტევაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად… კაცი, რომელიც მანჩესტერიდან გააგდეს და ლიონშია ამდენი წელი…
    ტიპი, რომელიც არცერთ გულშემატკივარს არ უხსენებია ამდენი წელი და კუმანმა რო თქვა შარშან, ატყდა ამ საიტზე ამბავი, არიქა დრპაი გვინდაო… ნუ აი… რა ვთქვა, არც ვიცი… გასაგებია ფინანსური კრიზისი და ყველაფერი… მარა… მესი – ცალფეხა აგუერო – ფაფხურა დეპაი… უძლიერესი შეტევაა 😀 ლიგა ჩვენია… უჰუუუ ://///

  • Moriba
    schedule 16 ივნ 2021, 13:03
    #2

    გადმოსულია უკვე და თქვენც რა ტვინი წაიღეთ ვაა

  • La Pulga10
    schedule 16 ივნ 2021, 12:34
    #1

    ავსტრიას თუ ვეღარ მოუგეს კიდე რა.დროზე მოყომარდეს ეს ამბავი.