ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელები – პედრი გონსალესი, ილაიშ მორიბა და ერიკ გარსია 2021 წლის Golden Boy-ს მოგების ნომინანტები არიან.
“ოქროს ბიჭუნას” ტიტული, რომელსაც სპორტული ჟურნალისტები კალენდარული წლის განმავლობაში საუკეთესო 21 წელს ქვემოთ მყოფ მოთამაშეებს გადასცემენ, 2003 წლიდან თამაშდება.
პირველად აღნიშნული ჯილდოს გამარჯვებული რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა, ბოლოს კი მას ერლინგ ჰოლანდი დაეუფლა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ეს პრიზი ლეო მესიმ დაისაკუთრა, 2 წლის შემდეგ კი – სერხიო აგუერომ.
ჰაჰაჰა ამის დასაწერად შემოვედი აქ
გავარტყი სამივეს კვარაცხელიაა ნომინირებული❤❤
სხვათაშორის კვარაცხელიაც არის წარდგენილიი
ალბათ პედრი ხომ. ყველაზე მეტი თამაშიც ჩაატარა და ნაკრებშიც "რეკორდი" დაამყარა.